ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევისას ერთადერთი კანდიდატი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემდეგ გენერალურ დირექტორს 2022 წლის მაისში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე დანიშნავენ. შემდეგი გენერალური დირექტორის უფლებამოსილება კი 2022 წლის 16 აგვისტოს დაიწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 28 წევრმა სახელმწიფომ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის კანდიდატურა წარადგინა.
2017 წელს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი პირველი აფრიკელი გახდა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის პოსტზე აირჩიეს.
imedinews.ge