„იმედის კვირა“ ტედროს ადჰანომგებრეიესუსს გაესაუბრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას საქართველოს მოსახლეობას მოკითხვა გადასცა.
„ეს არის გამონაკლისი შემთხვევა საქართველოდან, ამიტომ დიდი მადლობა და პირველ რიგში მოკითხვა საქართველოს. ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“, - აღნიშნა გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge