Tegeta Approved - მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი

Tegeta Approved - მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი

access_time2023-01-17 11:16:18

Tegeta Approved მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალია, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Pulsar-ის გუნდის კოლაბორაციით შეიქმნა. ახალი პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს და შეიძინოს მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილები. გარდა ამისა, ციფრულ პორტალზე არსებული მანქანების გაყიდვა და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.


Tegeta Approved-ზე განთავსებული თითოეული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, სრულყოფილად არის შემოწმებული „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია 150-პუნქტიანი სისტემით და მოჰყვება ერთიდან ხუთ წლამდე გარანტია. Tegeta Approved-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია აუქციონსა და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, სუფთა ისტორიის მქონე, 7 წლამდე ასაკის ავტომობილებით, რომელთა მაქსიმალური გარბენი 160 000 კმ-ია.


ლაშა ფეიქრიშვილი, „Tegeta Approved“-ის დირექტორი: „საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზარი საკმაოდ ქაოსურია. მომხმარებელს აქვს ორი არჩევანი: თავად ჩამოიყვანოს ან ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გარანტია, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია. „თეგეტა ეფრუვდით“ მანქანის  ყიდვას ის უპირატესობა აქვს, რომ აქ შეძენილი ავტომობილი შემოწმებული და ხარისხიანია. მომხმარებელს აღარ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება და სხვადასხვა დეტალის შესამოწმებლად სიარული. „თეგეტა ეფრუვდის“ მომხმარებლებს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ მეორადი ავტომობილები სრულიად განსხვავებული მიდგომით შეიძინონ - მათთვის სასურველი მანქანა შეარჩიონ ვებგვერდზე, ადგილზე დეტალურად დაათვალიერონ, ტესტრდაივზე გამოცადონ და ყიდვის შემდეგ საგარანტიო მომსახურებითა და საკონსულტაციო სერვისით ისარგებლონ“.


Tegeta Approved-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა Pulsar-ის გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. პლატფორმა ასევე მოიცავს მონაცემების დამუშავების ისეთ მიდგომას, რომელიც თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ სერვისს ქმნის.




სოფო ჭყოიძე, Pulsar-ის თანადამფუძნებელი: „თეგეტასა“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევქმენით მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ცვლის მეორადი ავტომობილის ყიდვის, გაყიდვისა და გადაცვლის გამოცდილებას. პლატფორმის უპირატესობა ორი გუნდის გამოცდილების სინთეზია. ერთი მხრივ, „თეგეტა“, როგორც ბაზრის ლიდერი ავტოინდუსტრიაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და მეორე მხრივ, პულსარის გუნდი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერი საერთაშორისო პროდუქტის შექმნის ექსპერტიზით“.    

 

როგორ შევიძინო ავტომობილი Tegeta Approved-ის პორტალზე

Tegeta Approved-ის პორტალზე შეარჩევთ სასურველ მოდელს, უფასოდ გადაამოწმებთ ვინკოდს და გაეცნობით ავტომობილის ისტორიას.

„შეიძინე ონლაინ“ ღილაკზე დაწკაპუნებით აფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ მისი შეძენით, რის შემდეგაც გიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი, გიჯავშნით ვიზიტს და შოურუმში ნახულობთ შერჩეულ ავტომობილს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მანქანის ტესტდრაივზე გამოცდა თბილისში, ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე.  შეძენისას  თანხას გადაიხდით ადგილზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან შეგიძლიათ, ისარგებლოთ ბანკისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით.

 

როგორ გავყიდო ან ჩავანაცვლო ძველი ავტომობილი ახლით

ავტომობილის გასაყიდად ან ძველის ახლით ჩასანაცვლებლად მოთხოვნას არეგისტრირებთ „თეგეტა ეფრუვდის“ პლატფორმაზე, რის შემდეგაც გიკავშირდებათ შესყიდვების მენეჯერი და გინიშნავთ ვიზიტს.

ავტომობილის ჩაბარების შემთხვევაში, ის უნდა იყოს მაქსიმუმ შვიდი წლის და გავლილი არ უნდა ჰქონდეს 160 000 კმ-ზე მეტი. შოურუმში ავტომობილის მიყვანისას ექსპერტები განსაზღვრავენ მის საბაზრო ღირებულებას და თანხას ჩაგირიცხავენ შეფასებიდან ერთ სამუშაო დღეში.

თუ ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება გსურთ, ამ შემთხვევაში ავტომობილის წლოვანებასა და გარბენში შეზღუდვა არ გექნებათ. ახალ ავტომობილს სრულად გამოაკლდება ძველის თანხა და მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწევთ.


გარანტია

„თეგეტა ეფრუვდის“ ავტომობილებს მოჰყვება მინიმუმ ერთწლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება ძრავაზე, გადაცემათა კოლოფსა და ხიდებზე. მომხმარებელს საგარანტიო ვადის გახანგრძლივება შეუძლია ყოველი 30 000 კმ-ის გავლის შემდეგ იმ დრომდე, სანამ ავტომობილი, ჯამში, 190 000 კმ-ს არ გაივლის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up