„თეგეტა ჰოლდინგი“ ერევნის მუნიციპალურ ავტოპარკს განაახლებს - ინტერვიუ იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესმიმართულების დირექტორთან

„თეგეტა ჰოლდინგი“ ერევნის მუნიციპალურ ავტოპარკს განაახლებს - ინტერვიუ იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესმიმართულების დირექტორთან

access_time2022-06-06 16:30:59

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ „თეგეტა ჰოლდინგი“ ერევნის მუნიციპალურ ავტოპარკს MAN-ის ავტობუსებით მოამარაგებს. ხელშეკრულებას ქართულ კომპანიასა და სომხურ მხარეს შორის ხელი მაისში მოეწერა. შედეგად, სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკი უახლესი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებით განახლდება. პირველ ეტაპზე ერევანს 100-მდე ერთეული ავტობუსი მიეწოდება.


რა თანხას შეადგენს პროექტის ბიუჯეტი, რა ვადებში უნდა მიაწოდოს კომპანიამ ავტობუსები დამკვეთს და გეგმავს თუ არა „თეგეტა ჰოლდინგი“ სხვა საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობას? – ამ და სხვა კითხვებზე „კომერსანტთან“ კომპანიის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესმიმართულების დირექტორი ირაკლი პაპიაშვილი საუბრობს. ავტოინდუსტრიაში ლიდერი კომპანია ამიერკავკასიაში გერმანული ბრენდის MAN-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის დირექტორი გვიყვება, რომ „მწვანე ქალაქებისა“ და ეკოლოგიის ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სომხეთისთვის 25 მილიონი ევრო გამოყო, ტენდერი კი ერევნის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს გამოაცხადა. ირაკლი პაპიაშვილის თქმით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გვერდით, „თეგეტამ“ მეზობელ სახელმწიფოს საუკეთესო პირობები შესთავაზა და საბოლოოდ, მიმდინარე წლის აპრილში გამარჯვებული სწორედ ქართული კომპანია გახდა:



„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი  საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივაწვდით. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები. სხვა მოდელებთან შედარებით, აღნიშნული ავტობუსები გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის.


მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით, ერევნის მთავრობა ძირეულ ცვლილებებს გეგმავს და ავტობუსების პარკის განახლება ამის ერთ-ერთი ნაწილია. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი, ასევე, სომხეთის დედაქალაქში გაზრდის ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას. გვიხარია, რომ სწორედ „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა ამ ძირეული ცვლილებების მონაწილე“, - აცხადებს ირაკლი პაპიაშვილი.




„თეგეტა ჰოლდინგის“ იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესმიმართულების დირექტორი ამბობს, რომ გერმანული ბრენდის MAN-ის უახლესი ავტობუსები, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ერევანს ეტაპობრივად მიეწოდება. მისი თქმით, სომხეთის დედაქალაქის მოსახლეობას თანამედროვე, 12-მეტრიანი ავტობუსები მომავალი წლის დასაწყისიდან მოემსახურება.

 

ლოგისტიკას საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Terra განახორციელებს, რომელიც ავტობუსებს ჯერ თბილისში ჩამოიყვანს. „თეგეტაში“ თითოეული სატრანსპორტო საშუალება ფუნქციონალურ გამართულობაზე დეტალურად შემოწმდება. შემდეგ კი ავტობუსები სომხეთის დედაქალაქში გაიგზავნება. სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების გარდა, „თეგეტა ჰოლდინგმა“ დამატებითი ვალდებულებებიც აიღო:

 

„სატენდერო ხელშეკრულებით, რომელიც „თეგეტასა“ და ერევნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა, სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფასთან ერთად, ვიღებთ ვალდებულებას, ვიზრუნოთ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. „თეგეტას“ ამის სრული შესაძლებლობა აქვს და პროცესი მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის - „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე განხორციელდება. ეს არის ჰოლდინგის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, რომელიც ავტოინდუსტრიის სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს ირაკლი პაპიაშვილი. 



„კომერსანტი“, ასევე, დაინტერესდა, რამ განაპირობა „თეგეტა ჰოლდინგის“ რეგიონული წარმატება. მედიაჰოლდინგის კითხვაზე: რა უპირატესობები ჰქონდა „თეგეტას“ ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიებთან შედარებით და რა გახდა გამარჯვების საფუძველი? - ირაკლი პაპიაშვილი გვპასუხობს, რომ, გამოცდილებასთან და სანდოობასთან ერთად, ერევნის მერიას ევროპული ხარისხი, მისაღები ფასი და პირობები შესთავაზეს.


„ტენდერში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან ერთად შევედით, თუმცა ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობები სომხეთის დედაქალაქის მთავრობისათვის საუკეთესო და მისაღები აღმოჩნდა: ევროპული ხარისხი, ფასი, მიწოდებისათვის სასურველი ვადები. ასევე, ვაკმაყოფილებდით კიდევ ერთ კრიტერიუმს, რაც სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მახასიათებლებს უკავშირდება. ჩვენ მიერ შეთავაზებული MAN Lion’s City 12C ტიპის ავტობუსები ერევნის მუნიციპალიტეტის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია. ამასთანავე, ჩვენი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანი იყო კომპანიის გამოცდილება და მაღალი სანდოობა. როგორც იცით, „თეგეტა“ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების გამარჯვებულია. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე  სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული  ბრენდების 500-მდე ავტობუსი მიაწოდა. მათ შორის, უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის, დიზელისა და CNG ძრავაზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.


თეგეტას 6-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ავტოპარკის შევსების, ისე სერვისის მიწოდების კუთხით, კომპანია თბილისის ავტობუსების პარკს გაყიდვების შემდგომ მომსახურებასაც უწევს. სერვისი MAN-ის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში, თანამედროვე დანადგარებითა და გერმანული ბრენდის სტანდარტებით ხორციელდება. რაც მოქალაქეთა შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებასთან პირდაპირ კავშირშია“,- აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნესმიმართულების დირექტორი. 

 

ირაკლი პაპიაშვილი ამბობს იმასაც, რომ სომხეთის დედაქალაქის მუნიციპალური ავტოპარკის განვითარება კომპანიისთვის ერთადერთი საერთაშორისო პროექტი არ იქნება და ქართული კომპანია სხვა საერთაშორისო ტენდერებშიც მიიღებს მონაწილეობას:


„ამ ეტაპზე კონკრეტულ პროექტებს ვერ დავასახელებთ, თუმცა გიდასტურებთ, რომ არაერთ საერთაშორისო ტენდერს განვიხილავთ. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებები მსჯელობისა და შესაბამისი მომზადების შემდეგ მიიღება.


ერევნის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ვფიქრობთ, 2022-ის კარგი სტარტია. სომხეთთან უკვე წლებია, აქტიურად ვთანამშრომლობთ, თუმცა მათი დედაქალაქის ტრანსპორტით მომარაგება ახალი შესაძლებლობა და გამოცდილებაა ჩვენი კომპანიისთვის. 26 წლის განმავლობაში შევძელით, რომ არამხოლოდ საქართველოში გავმხდარიყავით ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია. ჩვენ უკვე წლებია, მჭიდრო ბიზნესკავშირები გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან“.



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up