„თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებები სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისათვის

„თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებები სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისათვის

access_time2022-11-17 17:18:04

ზამთრისთვის მოსამზადებელი პერიოდი შემოდგომის ბოლოს განსაკუთრებით აქტიური ხდება. ცივი დღეები სულ უფრო ახლოვდება და უსიამოვნებების ასარიდებლად თქვენი ავტომობილი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ტემპერატურის ცვლილება სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების სხვადასხვა დეტალზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.

ზამთრის სეზონთან შესახვედრად „თეგეტა მოტორსმა“   ნოემბერში სხვადასხვა შეთავაზება  სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებისთვის მოამზადა.

სპეციალური ფასები საბურავებზე
მსუბუქი ავტომობილისგან და მიკროავტობუსისგან განსხვავებით, სატვირთო ავტომობილს არ გააჩნია სეზონური საბურავები, რაც ავტომატურად ზრდის ამ პროდუქტის მაღალი ხარისხის აუცილებლობას - ამ შემთხვევაში აქცენტი მის გამძლეობაზე უნდა გაკეთდეს.
„თეგეტა მოტორსში“ ნოემბერში სატვირთო ავტომობილების საბურავების შერჩეულ ბრენდებზე სპეციალური ფასები მოქმედებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

25%-იანი  ფასდაკლება რადიატორებზე
საბურავებთან ერთად, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს სატვირთო ავტომობილების გაგრილების სისტემა და განსაკუთრებით რადიატორის მდგომარეობა. ზამთრის დადგომამდე რეკომენდებულია მისი შემოწმება, ხოლო დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მისი შეცვლა.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნოემბერში  NRF-ის რადიატორებზე 25%-იან ფასდაკლება დაგხვდებათ. აქცია ვრცელდება როგორც სატვირთო ავტომობილებზე, ისე მიკროავტობუსებზე.

25%-იან ფასდაკლება ზეთებზე

ხარისხიანი ზეთი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ავტომობილის გამართულობისთვის. სატვირთო ავტომობილების ზეთები განსხვავდება დანამატების შემადგენლობით, რაც განპირობებულია ძრავის, მუშაობის პირობების განსხვავებულობით.

ნოემბერში „თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ბრენდის Motul-ის ზეთებზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. აქციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სატვირთო ავტომობილის, ისე მიკროავტობუსის მფლობელებს.

ფასდაკლება აკუმულატორებზე
მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ძაბვას, საწყის დენს, სიმძლავრეს და ასევე აკუმულატორის რესურსს. შემოდგომის ბოლო თვეს „თეგეტა მოტორსმა“ ამ მხრივაც საინტერესო აქცია შემოგვთავაზა - სატვირთოებისთვის 20%-იანი ფასდაკლება  AUTO POWER-ის ბრენდის აკუმულატორებზე, ხოლო მიკროავტობუსებისთვის 20%-იანი ფასდაკლება ყველა ბრენდის აკუმულატორზე.



უფასო სერვისები
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებების პერიოდში შერჩეულ ფილიალებში უფასო სერვისების აქციაც იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უფასოდ შეძლებთ ფილტრებისა და ხუნდების შეცვლას, ასევე სავალი ნაწილის შემოწმებას.

სერვისებით სარგებლობისას „თეგეტა მოტორსში“ თქვენს ავტომობილებზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

შეთავაზებებით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ნოემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up