„თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო მოგება 17.2%-ით, ხოლო გაყიდვები 20.9%-ით გაიზარდა

„თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო მოგება 17.2%-ით, ხოლო გაყიდვები 20.9%-ით გაიზარდა

access_time2022-11-23 14:00:48

,,თეგეტა მოტორსის’’ საოპერაციო მოგებამ 73.836 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით, როდესაც საოპერაციო მოგება 63.029 მილიონი ლარი იყო.


„თეგეტა ჯგუფის“ ბრუნვა მოიცავს კლიენტებზე განხორციელებულ გაყიდვებს „ჯგუფში“ შემავალი მშობელი კომპანიისა და შვილობილების მიერ. 2021 წელს „თეგეტა ჯგუფის“ გაყიდვებმა 797.152 მილიონი ლარი შეადგინა , რაც 20,9%-ით აღემატებოდა წინა წლის შედეგს, როდესაც გაყიდვებმა 659.446 მილიონი ლარი შეადგინა.


წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული კომპანიის რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯები, კერძოდ, 2021 წელს ეს ხარჯები შეადგენდა 3.990 მილიონ ლარს, რაც 67,6%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით, როცა რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯები 12.315 მილიონი ლარი იყო. ეს განპირობებულია ტრანსფორმაციის ეფექტით - რეალიზაციასთან ერთად კომერციული ხარჯებიც, შესაბამისად, შვილობილ კომპანიებზე გადავიდა. ამავე მიზეზით არის გაზრდილი კომპანიის სხვა საოპერაციო შემოსავლები (2021 წელი: 43.961 მილიონი ლარი, 2020 წელი: 11,046 მილიონი ლარი). იქიდან გამომდინარე, რომ 2021 წლის 1 აპრილიდან კომპანია მხოლოდ კორპორატიული ცენტრის ფუნქციას ასრულებს, მისი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა საკონსულტაციო მომსახურებებიდან და იჯარიდან მიღებული შემოსავლები შვილობილი კომპანიებისგან.



„თეგეტა ჯგუფში“ ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 2021 წელს 40.9%-ით გაიზარდა  და 71.754 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წელს კი „ჯგუფის“ ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 50.928 ლარი იყო. ხარჯების ზრდის მთავარი გამომწვევი ფაქტორი იყო 2021 წელს კომპანიის მასშტაბის ზრდა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ხარჯების გაზრდა და ასევე, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდაც და შესაბამისად პერსონალის ხარჯის ზრდა.


შპს „თეგეტა მოტორსის“ დარეგისტრირდა 2001 წელს. კომპანიის 98.78% ეკუთვნის შპს ,,თი ჯი ემ ჯგუფს’’, ხოლო 1.22% თემურ კოხოძეს. კომპანია 26 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოინდუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. კომპანიის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში და აზერბაიჯანში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up