„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები მაღალმთიან რეგიონებში

„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები მაღალმთიან რეგიონებში

access_time2022-10-29 10:58:20

თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მობილური ჯგუფებისთვის ერთ-ერთი რთულად მისასვლელი ლოკაცია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი - თუშეთი აღმოჩნდა. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას ბულდოზერს სავალი ნაწილი დაუზიანდა. თუშეთამდე მისასვლელი რთული გზის გამო, ადგილამდე ევაკუატორის მიყვანა ვერ მოხერხდა. „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი რთულად მისადგომ ლოკაციაზე შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მივიდა და დაზიანებული ბულდოზერი ადგილზევე შეაკეთა. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ამბობს, ახალი სერვისის დახმარებით მნიშვნელოვანი ფინანსური და დროის რესურსის დაზოგვა შეძლო.


იმედა ხეცაურიძე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი: „სამუშაოებს თუშეთში ინტენსიურ რეჟიმში

ვახორციელებთ. ბულდოზერს დაუზიანდა სავალი ნაწილი. იმისთვის, რომ სამუშაოები არ შეფერხებულიყო, აუცილებელი იყო, ტექნიკა დროულად შეგვეკეთებინა. ევაკუატორით ბულდოზერის გადაყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ფიზიკურად ვერ მივიდოდა ადგილამდე. თეგეტას მობილური ჯგუფი პროფესიონალურად მოგვემსახურა და ტექნიკა ადგილზევე შეაკეთა“.




საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის 12 მობილური ჯგუფი მუშაობს, რომელთაც დღეში დაახლოებით 15-20 გასვლა აქვთ. მიდიან ისეთ ლოკაციებამდეც, რომლებიც ევაკუატორისათვის მიუდგომელია.

ზვიად ახლოური, „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი: „თუშეთიდან ბულდოზერის წამოყვანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა, რადგან შესაბამისი ტექნიკური მონაცემების მქონე ევაკუატორს ასეთ რთულ ადგილამდე ასვლა უჭირს. თუმცა, ევაკუატორი თუშეთამდე რომც მისულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ბულდოზერი არაგაბარიტული სპეცტექნიკაა, გზაზე გადაადგილებისას დამატებით დაცვის პოლიციის გაცილება დასჭირდებოდა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ასეთ შემთხვევებში ბიზნესის დასახმარებლად შევქმენით მობილური ჯგუფები. „თეგეტა მოტორსის“ კვალიფიციური მექანიკოსები ადგილზე, ნებისმიერ ლოკაციაზე, გაცილებით სწრაფად აგვარებენ ამა თუ იმ ხარვეზს“.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად ზრუნავს სფეროს განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, სერვისცენტრების გარდა, მომხმარებელს ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით ემსახურება. სერვისის მიზანია, დაზოგოთ დრო, ხარჯები, თავიდან აირიდოთ ზედმეტი გართულებები და შეაკეთოთ მძიმე ტექნიკა დაზიანების ადგილზევე.


სად შეგიძლიათ სპეცტექნიკის სერვისებით სარგებლობა

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია, ხოლო სპეცტექნიკის მობილური ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ადგილას აღმოგიჩენენ სათანადო დახმარებას.

რას მოიცავს სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება

„თეგეტა მოტორსის“ სპეცტექნიკის სერვისის მიმართულება სამშენებლო, სასაწყობე, საგზაო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურებას მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების სერვისცენტრებში ტექნიკისთვის საჭირო ყველა სახის მომსახურების გაწევაა შესაძლებელი. მათ შორისაა ელექტროდიაგნოსტიკა, ძრავის, ჰიდრავლიკის სისტემის, ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის შემოწმება-შეკეთება, ასევე სრული სახარატე სამუშაოები და ვულკანიზაცია.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სერვისი სპეცტექნიკის მიმართულებით სწრაფი შეკვეთების შესაძლებლობაა. დეტალების დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში ტრანსპორტირება მომხმარებელს დამატებითი ფინანსური დანაკარგებისგან იცავს.

კომპეტენტური და გამოცდილი გუნდი

საუკეთესო სერვისის მიწოდების მთავარი პირობა კომპეტენტური და გამოცდილი გუნდია. სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულება მომსახურებას უწევს ისეთ ცნობილ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიცაა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის ნომერ პირველი ბრენდი JCB, ასევე Doosan, Caterpillar, Volvo, Leibherr, Bomag, Komatsu, XCMG, Ammann, TVH და ა.შ.


„თეგეტა მოტორსის“ შესახებავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400000-ამდე საცალო და 35000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდისწარმომადგენელია საქართველოშიმათ შორისარის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst დასხვა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up