„თეგეტას“ ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში

„თეგეტას“ ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში

access_time2022-02-17 17:55:41

პანდემია ახალი დაწყებული იყო და ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა, როდესაც ქალაქ სიანიდან ბლოკმატარებელი დაიძრა. ჩინეთიდან საქართველოში ბლოკმატარებლის ინტერკონტინენტური სარკინიგზო გადაზიდვა პირველად „თეგეტამ“ განახორციელა, მარშრუტით: სიანი-თბილისი. 


სკეპტიკოსების არასასურველი პროგნოზების მიუხედავად, 21 დღეში ტვირთი თბილისში ჩამოვიდა. 


თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი, თორნიკე ჩახვაშვილი 2022-ის გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, 2 წლის წინანდელ მარშრუტს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ სარკინიგზო რესურსის გამოყენების იდეა გლობალური ლოგისტიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა.  




თეგეტა ჯგუფიაღმოჩნდა პირველი ქართული კომპანია, ვინც ჩინეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი გამოიყენა და ტვირთი დანიშნულების ადგილას დათქმულ ვადებში მიიღო. მახსოვს, როგორ ველოდით დილის 4 საათზე ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს და როგორი ემოციური იყო ის დღე, როდესაც ჩვენი მატარებელი თბილისში შემოვიდა. მსგავსი ლოგისტიკური გადაწყვეტილება საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონისთვის ძირეულად ცვლის ბიზნესის შესაძლებლობებს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“, – თორნიკე ჩახვაშვილი, თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი. 



მისივე თქმით, ამ ისტორიულმა გადაზიდვამ ბევრი ახალი შესაძლებლობა გააჩინა. თორნიკე ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ლოგისტიკურ კრიზისს წინ გაუსწრეს და 2021 წელს, შეზღუდვების მიუხედავად, სარკინიგზო გზით 200 კონტეინერამდე ტვირთი ჩამოიტანეს. 




სარკინიგზო დერეფნით სატრანზიტო ვადა დაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია. ასევე, რიგ შემთხვევაში, ტარიფის 20-30%-მდე გაიაფება შევძელით, რაც ამ პროექტს ბიზნესისთვის მეტად მომხიბვლელს ხდის.



სარკინიგზო კუთხით არსებობს ორი კონკურენტი კორიდორი, ესაა ჩრდილოეთის, ანუ რუსეთის გავლით, და ბაქო-თბილისი-ყარსის. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპის ქვეყნებს ტვირთების გადაზიდვის კონკურენტული პირობები შესთავაზოს, თუმცა ეს საკითხი ფართო ჭრილში განხილვას საჭიროებს“, – თორნიკე ჩახვაშვილი



სარკინიგზო გზით „თეგეტა ჯგუფის“ მიერ გადაზიდული ტვირთი მთლიანად საქართველოს ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ სამომავლოდ შესაძლოა, დერეფანი  ტრანზიტული ტვირთების გადასატანადაც გამოიყენონ. საქართველოს სატრანზიტო დერეფნის როლის გასაზრდელად კი პროცესებისა და პროცედურების გამარტივების სურვილს გამოთქვამენ. 



„2022 წელი ბიზნესისთვის ისევ პანდემიურია, თუმცა გარკვეული პერსპექტივები ჩანს და ვიმედოვნებ, რომ დადებითი ცვლილებები აქტიურად შეეტყობა ბაზარს. ჩვენი მოლოდინით, 2022 წელსთეგეტა ჯგუფიწინა წლის შედეგებს გააორმაგებს და შევეცდებით, რომ შიდა ბაზრის მოხმარებისთვის, სარკინიგზო დერეფნის გამოყენებით, 500 კონტეინერამდე ტვირთი გადავზიდოთ“, - თორნიკე ჩახვაშვილი.



„თეგეტა“, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მუშაობს, რომ აღნიშნული გზა  დერეფნად გამოიყენებოდეს. საქართველოს ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, „თეგეტაში“ ეს ძალიან რეალურად მიაჩნიათ და გეგმავენ მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთის ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება გახდეს შესაძლებელი. 


(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up