თეკუნა გაჩეჩილაძემ კახეთში „ვერცხლის ტბები“ გახსნა

თეკუნა გაჩეჩილაძემ კახეთში „ვერცხლის ტბები“ გახსნა

access_time2022-07-15 08:30:51

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ფერმიდან სუფრამდე (Farm to the tables)  კონცეფციით დასასვენებელი სივრცე „ვერცხლის ტბები“ (silver lakes farm) გაიხსნა. პროექტის თანამდაფუძნებელი ცნობილი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძეა.


მისი თქმით, 22 ჰა ტერიტორიაზე, რომლის ათვისებაც 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება, უკვე ფუნქციონირებს 3 კოტეჯი, ხელოვნურად მოწყობილი 7 ტბა (ჯამში 7 ჰა-ზეა გაშენებული), გარე აუზი, ვენახი, ბოსტნეულის და ხეხილის ბაღები, თევზსაშენი და ასე შემდეგ. ადგილზე მოქმედებს კაფე-რესტორანი, სადაც ბოსტნეულის ნაწილი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ფერმაშია მოყვანილი ნაწილი კი ახლომდებარე მეზობელი მეურნეობებიდან.


2 ჰა ტერიტორიაზე მზესუმზირის ბაღია გაშენებული, საიდანაც მოყვანილი მზესუმზირით კომპანია საკუთარი მოხმარებისთვის მზესუმზირის ზეთს აწარმოებს.


როგორც გაჩეჩილაძე აცხადებს, დამფუძნებლები დაახლოებით 3 წელია აღნიშნულ პროექტზე მუშაობენ, გასულ კვირას კი დასასვენებელმა სივრცემ პირველი სტუმრები მიიღო.  მისი ინფორმაციით, სტუმრები ამ დროისთვის ადგილობრივი დამსვენებელია, თუმცა, ინტერესია საერთაშორისო ტურისტების მხრიდანაც.



„ეს კონცეფცია შექმნილია მათთვის, ვისთვისაც საინტერსოა ეკო და გასტრო ტურიზმი.დამსვენებელი თავად შეძლებს იმუშაოს ბაღსა თუ ბოსტანში, ახლოს იყოს ბუნებასთან და ამისგან დიდი სიამოვნება მიიღოს,“-აცხადებს გაჩეჩილაძე.


2023 წლისთვის დაგეგმილია ქათმის ფერმის მოწყობა. 


„ვერცხლის ტბების“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დასასვენებელ სივრცეში ამ დროისთვის 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტში 100%-ით ქართული ინვესტიციაა განხორციელებული.


შეგახსენებთ, შეფ-მზარეულ თეკუნა გაჩეჩილაძე რესტორნების ქსელის მფლობელიცაა, რომელიც  აერთიანებს მაღალი კლასის სამ რესტორანსა და კულინარიულ სკოლას, რომელსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ქსელი წარმოდგენილია ორი რესტორნით: კულინარიუმ ხაშერია და ტაკერია. გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ვერცხლის ბაღების ფერმაში მოყვანილი პროდუქციით, თბილისში, მის საკუთრებაში არსებული რესტორნებიც მომარაგდება. 


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up