თელასის აქციათა 75%-ის მფლობელ რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოს“ აქციების ღიღებულება 16 თებერვლიდან 25 თებერვლამდე 32 პროცენტით შემცირდა. მოსკოვის ბირჟა 3 დღეა არ გახსნილა. იმ კომპანიათა კაპიტალიზაცია რომლებიც ლონდონშიც ვაჭრობდნენ ამ ბოლო 3 დღეშიც შემცირდა. ინტერ რაომ მოსკოვის ბირჟის გახსნის შემდეგ რუბლში ნომინალური ღირებულება რომც შეინარჩუნოს, დოლარში მაინც 35%-იანი ვარდნა იქნება.
უშუალოდ ინტერ რაოს სანქციები არ შეხებია და მისი კაპიტალიზაცია ომის დაწყებამ შეამცირა. კომპანია თელასის აქციათა 75%-ის მფლობელი 2003 წელს გახდა, დარჩენილი 25% სახელმწიფომ 2020 ოქტომბერში შპს „ბესტ ენერჯი გრუპს“ მიჰყიდა.
ინტერ რაო ვითიბი ბანკს იანდეკსსა და ლუკოილთან ერთად ერთ-ერთი მსხვილი რუსული კომპანიაა. სანქციები ჯერჯერობით მხოლოდ ვითიბის შეეხო, რაც მის მეანაბრეებს არ უგრძვნიათ. ფიზიკური პირების პორტფელი ბანკმა დაჩქარებული წესით ბაზის ბანკზე გაასხვისა.