თელავი გრანდიოზული ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ემზადება

თელავი გრანდიოზული ტურისტული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ემზადება

access_time2021-11-11 12:00:30

თელავი ახალი ტურისტული მარშრუტებისთვის ემზადება. უახლოეს მომავალში 7 ბორცვზე გაშენებულ ისტორიულ ქალაქს რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ტურისტული მიმართულებები შეკრავს.

 


პირველი პროექტი, რომელზეც „კომერსანტი“ მოგიყვებათ, დაბახნებისა და ზუზუმბოს ბორცვებს შორის გადასასვლელი ტურისტული საფეხმავლო ხიდის მშენებლობას გულისხმობს. პროექტში, რომელიც შპს „კარკასი“-სა და შპს „ინჟინერიუსი“-ს მიერაა დამუშავებული, ვკითხულობთ, რომ თელავის ისტორიული ნაწილისთვის ბორცვები მეტად მნიშვნელოვან და სახასიათო გეომორფოლოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს, რომელზეც ქალაქი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან ფორმირდებოდა. მათი ინფორმაციით, დღეისთვის შუა ოთხ ბორცვზე ურბანული განაშენიანება თვალსაჩინოა და ძირითადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცენტრაციაც სწორედ აქ გვხვდება. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ოთხი ბორცვიდან, მხოლოდ ცენტრალურ მოედანზე არსებული ბატონის ციხე, მიმდებარე მოედნით და რამდენიმე ქუჩით წარმოადგენს ძირითად სანახაობას, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. შესაბამისად საპროექტო გუნდს მიაჩნია, რომ დიდი ნაწილი ბორცვებზე არსებული ტერიტორიების, მასზე არსებული მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტების, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი ქალაქისთვის შექმნან ახალი მიზიდულობის კერები, უკეთ წარმოაჩინონ ქალაქის ისტორია და კულტურა, აუთვისებელი და გამოუყენებელია.






ამ პროექტის მიხედვით, თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტი იწყება ქალაქის დასავლეთ ნაწილიდან, ზუზუმბოს მთიდან და მთავრდება ქალაქის აღმოსავლეთით გიგო გორაზე. ტურისტული მარშრუტი კვეთს ზუზუმბოს და დაბახნების ბორცვებს შორის გამავალ დაბახნების ხევს (იგივე დაბახნების რიყეს). დაბახნების ხევი წარმოადგენს მკვეთრად გამოკვეთილ სისტემას, მაღალი ციცაბო ფერდებით. საპროექტო მონაკვეთის ფარგლებში ხევის სიღრმე მერყებოს 30-35მ ფარგლებში. აღნიშნული ხევის გადასაკვეთად და ზუზუმბოს და დაბახნევი ბორცვების დასაკავშირებლად ტექნიკური დავალების მიხედვით უნდა მოეწყოს ტურისტული საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი.

 





დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ხიდის მიმდებარე ტერიტორია არ არის განაშენიანებული და წარმოადგენს ქალაქის დაუსახლებელ ნაწილს. საპროექტო ხიდის მიმდებარედ გვხვდება ცალკეული ნაგებობები, ომში დაღუპული გმირების მემორიალი, წმ.ბარბარეს სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია, არქეოლოგიური ტერიტორია და საბავშვო მოედანი.

 





დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით საპროექტო სახიდე გადასასვლელი უნდა იყოს დაკიდებული სისტემის, ე.წ. “ბეწვის ხიდის” ტიპის, რომელიც იქნება ტურისტული დანიშნულების.

 


საპროექტო სახიდე გადასასვლელი წარმოადგენს ერთ მალიან ხიდს, სიგრძით 120მ. ხიდის  აერთო სიგრძე შეადგენს 148.0მ. ხიდის სავალი ნაწილის სიგანე შეადგენს 1.0მ.

 





პროექტის მიხედვით, ხიდის ადგილმდებარეობის შერჩევისას გათვალისწინებული იყო საპროექტო ტურისტული ბილიკის მდებარეობა, ტერიტორიის რელიეფი, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ფაქტორები, მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული შენობა ნაგებობები თუ სხვა ისტორიულ-კულტურული და დეტალური პროექტი არქეოლოგიური ობიექტები,  ხიდის პროექტირებისას აგრეთვე გათვალისწინებულ იქნა არსებულ ტერიტორიაზე ხეების მდებარეობა, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო მოსაჭრელი ხიდების რაოდენობა. ხიდის განთავსებაზე აგრეთვე გავლენა იქონია მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების  მდებარეობამ.

 

 

ზუზუმბოს ბორცვზე ასევე დაგეგმილი პარკინგის მოწყობა, პროექტის მიხედვით, ირკვევა, რომ ავტოსადგომი წარმოადგენს საპროექტო ტურისტული მარშრუტის საწყისს. პარკინგი პირდაპირ დაკავშირებულია ტურისტული მარშრუტის მეორე ნაწილთან, რომელიც წარმოადგენს ბილიკს ზუზუმბოს ტყე-პარკში.






ავტოსადგომზე გათვალისწინებულია 16 მსუბუქი ავტომობილის ადგილი, მათ შორის ორი შშმ პირთათვის, ასევე ორი ავტობუსის გაჩერების ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების ჩამოსმა. პროექტის ავტორების თქმით, პარკინგის მოსაპირკეთებლად გათვალისწინებულია ე.წ. „ბალახის ქვაფენილი“, რომელიც იძლევა დამატებით შესაძლებლობას პარკინგის სავალ ნაწილზე გამწვანების შემოტანისა და ნალექების ნიადაგში შეწოვის, რაც მოხსნის დამატებით სანიაღვრე არხების მოწყობის საჭიროებას. მოეწყობა გარე განათება და საგზაო მოძრაობის დამატებითი ნიშნები.


 





საფეხმავლო ბილიკი მოწყობა დაგეგმილია  გიგოს გორაზეც

 





პროექტი ასევე ითვალისწინებს თელავში შადრევნის მოწყობას. დედაქალაქის ცენტრში ერთმანეთის გვერდით ორი, იდენტური შადრევანი დამონტაჟდება. თითოეული შადრევანი 109 წყლის გამშვებისგან შედგება.

 







ასევე დაგეგმილია ერეკლე მეორეს და ნადიკვრის ქუჩის რეაბილიტაცია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში მომზადებული განაშენიანების გეგმის პროექტის შესაბამისად დამუშავდა სატრანსპორტო კვანძი, რაზე დაყრდნობითაც არსებული წრიულო მოძრაობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უერთდება ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის წინ არსებულ საფეხმავლო სივრცეს. პროექტის ავტორების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქალაქს მისცემს შესაძლებლობას ღია ცის ქვეშ მოაწყოს სხვადასხვა ღონისძიებები.

 













რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს.

 




 

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრში არსებულ სარდაფს. საპროექტო ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა სარდაფის მდგომარეობა, რა დროსაც გამოიკვეთა ორი სივრცე, რომლის რეაბილიტაცია შესაძლებელია საგამოფენო და საკონფერენციო სივრცედ. აღნიშნული სივრცე მდებარეობს სკვერის მომიჯნავედ რაც იძლევა შესაძლებლობას სარდაფი დაუკავშირდეს სკვერს. შედეგად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებელი წვდომა ჰქონდეს დარბაზთან.

 







აღდგება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლას. პროექტით გათვალისწინებულია სასწავლო ოთახების კეთილმოწყობა, შესაცვლელია მოძველებული და ამორტიზებული სართულშუა გადახურვები, აუცილებელია მიწაყრილისგან გათავისუფლდეს I სართულის ქვეშ არსებული ფართი.  რეაბილიტირებულ პირველ სართულზე მოეწყობა დამატებითი შემეცნებითი და სასწავლო ოთახები. ასევე გათვალისწინებულია ანტრესოლი და კიბე საგამოფენო დარბაზში ჩასასვლელად, ხოლო მიწისგან გათავისუფლებული და შემდგომ რეაბილიტირებულ სარდაფის სართულზე მოეწყობა საგამოფენო დარბაზი.

 





თელავში ასევე დაგეგმილია გივი ჩოხელის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

 






პროექტის ფარგლებში,  ალექსანდრე ჭავჭავაძის, ბიძინა ჩოლოყაშვილის და ზაირა კიკნაძის მიმდებარე ქუჩებზე ქვაფენილი დაიგება.

 

 



ტენდერი 5 ივლის გამოცხადდა და მას ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს. სახელმწიფო შესყიდვაში, რომლის სავარაუდო ღირებულება 6 051 835 მლნ ლარია, მხოლოდ ერთი კომპანია  „გზა“ მონაწილეობს. პრეტენდენტის შეთავაზებული თანხა კი 7 149 000 ლარია.


ბაჩო ადამია


თეგები:
თელავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up