თელავის ღვინის მარანი: არასტაბილურობის და რეცესიის მიუხედავად, გაყიდვები არ შემცირებულა

თელავის ღვინის მარანი: არასტაბილურობის და რეცესიის მიუხედავად, გაყიდვები არ შემცირებულა

access_time2022-12-15 23:55:05

„თელავის ღვინის მარანი“ „ბიზნესპარტნიორთან“ 2022 წელს აფასებს და აცხადებს, რომ წელს როგორც ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის, ისე კონკრეტულად ღვინის ინდუსტრიისთვის რთული წელი იყო.

ბიზნესმენი 2022 წლის რამდენიმე გამოწვევას ასახელებს, რომელმაც კომპანიაზე ნეგატიურად იმოქმედა. ესენია: არასტაბილურობა და რეცესია.

„პოლიტიკური აისახება ეკონომიკურ არსტაბილურობაში, ეს ორივე კი - არასტაბილურ სავალუტო კურსში. ჩვენ გვაქვს ძლიერი ლარი,ამისკენ მივდივართ, თუმცა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი მცირდება,რაც კარგი არ არის“-აცხადებს რამაზაშვილი.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, 2022 წელს „თელავის ღვინის მარანს“ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია გაეზარდა. მიზეზი კი ტურისტული ექსპანსია, მეორეს მხრივ, კი საქართველოს ეკონომიკის გააქტიურებაა.

„ეს წელი გამოირჩეოდა იმით, რომ იყო პოსდკოვიდური და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირებას, ამას თან დაერთო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობა.


ასეთ ვითარებაში საგრძნობლად შემცირდა ღვინოზე მოთხოვნა უკრაინიდან, რამაც ექსპორტში ამ ქვეყნის წილი საგრძნობლად შეამცირა. უკრაინას მთლიან ექსპორტში დაახლოებით 13% ეჭირა. ჯამურად, უკრაინაში რეალიზაცია სამჯერ შეგვიმცირდა“-აცხადებს რამაზაშვილი.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილმა გაყიდვებმა გადაფარა უკრაინის ბაზრიდან გამომდინარე დეფიციტი. გარდა ამისა, არ შემცირებულა სხვა დანარჩენ ბაზრებზე გაყიდვები, რამაც საბოლოო ჯამში, კომპანია გაყიდვების გასული წლის ინდენტურ მაჩვენებელზე გაიყვანა.

„წელს გლობალური ეკონომიკის რეცესიის ნიშნებია მკვეთრად გამოხატული, რაც თავისთავად მზარდი გაყიდვების პერსპექტივას გამორიცხავს. შესაბამისად, გაგვიჭირდება პანდემიამდელ მაჩევენებლამდე მისვლა იქამდე, სანამ მსოფლიოს ეკონომიკას გამოცოცხლების ნიშნები არ დაეტყობა. ღვინო არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, შესაბამისად, მოსახლეობა ამაში იმდენს არ ხარჯავს, რამდენსაც გასულ წლებში,“-აცხადებს რამაზაშვილი.

„თელავის ღვინის მარანი“ 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი და ყველა საფასო სეგმენტს მოიცავს, ესაა: სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.კომპანია ექსპორტს ჯამში 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს.

businesspartner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up