თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული სივრცეების განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული სივრცეების განვითარებაზე ტენდერი გამოცხადდა

access_time2021-07-07 17:20:00

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის ისტორიულ ბორცვებს შორის ტურისტული მარშრუტებისა და საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.


„პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 6 მილიონი ლარია.


თელავის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, იგეგმება თელავში „ისტორიული 7 ბორცვის“ ტურისტული მარშრუტის განვითარება. საპროექტო არეალი მდებარეობს თელავში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ქალაქია, შუა საუკუნეების ქუჩის ქსელით, ისტორიული ურბანული განვითარებით და უნიკალური ლანდშაფტით.


თელავი, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის აუზში და განფენილია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთასა და ბორცვებზე. ქალაქის სხვადასხვა უბნების მდებარეობით ზღვის დონიდან 500-800 მეტრის ფარგლებში მერყეობს. ბორცვებზე, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზეა განაწილებული, ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აგებული ციხე-გალავნებია განლაგებული. ქალაქის ამ შემაღლებული ადგილებიდან, ძირითადად XIX საუკუნეში განვითარებული საცხოვრებელი უბნებიდან, ალაზნის ველისა და კავკასიონის შორი ხედები იშლება. თელავის ისტორიული უბნები - ზუზუმბოს გორა, ძველი გალავანი, ღვთაების ბორცვი, ბატონის ციხე და ფიქრის გორა ნადიკვრის პარკის ტერიტორიით ერთმანეთისგან მცირე ხევებითაა გამოყოფილი.


ვიზიტორთა ინტენსიური ზრდის მიუხედავად, დღეს ქალაქის ამ ნაწილში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით კი, ზუზუმბოს გორაზე მოეწყობა პარკინგი და ბილიკი, ზუზუმბოს და დაბახნევის ბორცვების დამაკავშირებელი ხიდი და ხიდამდე მისასვლელი გზა, ასევე ბილიკი მოეწყობა დაბახნევის ბორცვზე და გიგოს გორაზე, რეაბილიტირდება ერეკლე მეორის ქუჩა, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლა, ცენტრალური ქუჩა და ვაჟა-ფშაველას თეატრის სარდაფი.



პროექტის დასრულების შედეგად, თელავს კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად განვითარებული მიმართულება ექნება, რაც მას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად აქცევს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.













თეგები:
ტენდერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up