თელავში Airbus-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება

თელავში Airbus-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება

access_time2022-10-05 14:40:33

საქართველოში, კერძოდ კი თელავში Airbus-ის ვერტმფრენების ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. ეს იქნება რეგიონში პირველი წარმომადგნელობა. საკითხზე ქართულ მხარესა და Airbus-ს შორის მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია. ქართულ მხარეს ავიაკომპანია Geo Sky წარმოადგენს.

 

Geo Sky-ის ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ საქართველოში უკვე დარეგისტრირდა Geo Sky Technics, რომელიც Geo Sky-ს შვილობილი კომპანიაა. მან წარმატებით გაიარა ევროპული სტანდარტის სერტიფიცირება და მიენიჭა უფლება, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურეობა. ამ ეტაპზე, Geo Sky Technics-ს აქვს 2 ტიპის ბაზირება: ერთი - თბილისის აერიპორტში, მეორე - თელავში. სწორედ თელავში აშენდა ანგარი, რომელიც გათვლილია Airbus -ის ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურეობისთვის და ასევე, მათ სადგომად.

 

„ჩვენთან უკვე ჩამოსულები იყვნენ Airbus-ის წარმომადგენლები. ორჯერ გვქონდა შეხვედრა, გავიარეთ დეტალები. შეამოწმეს თელავის ანგარი, კმაყოფილები დარჩნენ, მოგვცეს რეკომენდაციები, ახლა მიმდინარეობს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და დიდი ალბათობით, მომავალი წლის მარტისთვის, უკვე დასკვნითი ეტაპი გვექნება ამ სერტიფიცირების“, - განაცხადა შალვა კიკნაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

 


მისივე ინფორმაციით, პირველი წელი დაეთმობა საქართველოსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რეგისტრირებული Airbus-ის ტიპის ვერტმფრენების ტექნიკურ მომსახურებას, საუბარია მიმდინარე პერიოდულ მომსახურეობაზე, შემდგომ კი Geo Sky გეგმავს, Airbus-ის ვერტმფრენებზე კაპიტალური შეკეთების უფლება მოიპოვოს.

 

ცნობისთვის, Airbus -სთან მოლაპარაკებების ფარგლებში, Geo Sky-მ უკვე შეიძინა ერთი ვერტმფრენიც, რომელიც საქართველოში დეკემბრის ბოლოს ჩამოვა.



Business-partner.ge


თეგები:
Airbus



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up