მასში, გორგიას ჰიპერმარკეტის გარდა, წარმოდგენილი იქნება ისეთი ბრენდები, როგორებიცაა კარფური, მინისო, ისი-პარი, კორსოიტალია, უნო შუზი, ფარმ სახლი, ალტა და სუპერი.
გახსნაზე მისული სტუმრები პროდუქციის შეძენას70%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ. ამასთან ერთად, მიიღებენ ვაუჩერებს და საჩუქრებს. თელავი მოლში საკუთარი მაღაზიების გახსნას, ასევე, აანონსებენ ბრენდები – ბიბლუსი, პეპელა, ვაიკიკი და თაჩი.
გორგიას ამ ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. აგრეთვე, პანდემიისა და რთული ეკონომიკური სიტუაციის დროს შექმნას სამუშაო ადგილები რეგიონის მოსახლეობისთვის.
„მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების მიუხედავად, ვაგრძელებთ გაფართოებას, ინვესტირებას და ადამიანების დასაქმებას. გორგიას ახალ კონცეფციაზე გადასვლა უკავშირდება მოლის ტიპის სავაჭრო ცენტრების გახსნას და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას“, – აცხადებენ გორგიაში.
თელავი მოლი 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან კახეთის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები.
სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია 1998 წელს დაარსდა. დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი 10 ფილიალი ფუნქციონირებს. გორგია ყოველთვის უპასუხებს მომხმარებელთა საჭიროებებს და სწორედ ამიტომ,თელავში პირველი მოლის გახსნა მხოლოდ დასაწყისია. ის ამ ტიპის პროექტების განხორციელებას სხვა ქალაქებშიც გეგმავს.
თელავი მოლის მისამართი: თელავი, ალაზნის 77
საკონტაქტო პირი: ნინა ოქროპირიძე, მობ.: +555 577 70 47 17
(R)