Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ახალ iPhone12-ს მინიმალურ შეფასებას უწერს. „სტივ ჯობსი 9 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა კომპანია ისევ ცოცხლობს მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიითა და რეპუტაციით, ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინოვაციის გარეშე“ - წერს ის თავის ტელეგრამ-არხზე.
მანამდე კი ბიზნესმენმა Apple-ი არაერთხელ დაადანაშაულა მონოპოლიიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში.
kommersant