ტელეკომპანია „დოჟდმა“ ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

ტელეკომპანია „დოჟდმა“ ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

access_time2023-01-10 16:15:24

ტელეკომპანია „დოჟდმა“ ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.  ლიცენზია ნიდერლანდების მედიის მარეგულირებელმა ხუთი წლის ვადით გასცა. ამის შესახებ „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ „დოჟდს“  შეეძლება დაუბრუნდეს საკაბელო ქსელს, რომლიდანაც ტელეკომპანია  6 დეკემბერს ლატვიის ეროვნული ელექტრონული მედიის საბჭოს მიერ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ იქნა გათიშული.

 

გარდა ამისა, ნიდერლანდური მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით, „დოჟდი“ გადაიტანს სარედაქციო ცენტრს ამსტერდამში, ხოლო არხის ამსტერდამის სტუდია გახდება მთავარი, როგორც კი თანამშრომლები მიიღებენ ნებართვას ნიდერლანდებში მუშაობისთვის,“ - აცხადებს ძიადკო.

 

„დოჟდის“  მთავარი რედაქტორის თქმით, 9 იანვარს „დოჟდმა“ სასამართლოში გაასაჩივრა ლატვიის მედიის მარეგულირებლის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

 

ძიადკოს განცხადებით, მათ გეგმებშია ლატვიაში ოფისისა და პერსონალის ნაწილის შენარჩუნება.


 

„ჩვენ ვგეგმავთ ოფისისა და პერსონალის ნაწილის შენარჩუნებას რიგაში, ვინაიდან რედაქციის საინფორმაციო სტრატეგიის თვალსაზრისით ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება ლატვია,“ - წერს „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი.


ტელეკომპანია "დოჟდს", რომელმაც რუსეთში დაბლოკვის შემდეგ ლატვიიდან მაუწყებლობდა, 6 დეკემბერს ლატვიის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ლიცენზია გაუუქმა. მანამდე დეკემბრის დასაწყისში ტელეკომპანია დაჯარიმდა  ეთერში რუკის ჩვენების გამო, რომელზეც ყირიმი რუსეთის ნაწილად იყო წარმოჩენილი და რუსეთის ჯარის მიმართ ფრაზა “ჩვენი არმიის” გამოყენებისთვის. ასევე დეკემბრის თვეშივე „დოჟდის“ წამყვანმა  ალექსეი კოროსტელევმა ეთერში ისაუბრა რუსი სამხედროების დახმარებაზე.

 

იმავე დღეს ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “დოჟდის” გადაცემაში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. წამყვანი ტელევიზიიდან გაათავისუფლეს.

 

გათავისუფლებულმა ტელეწამყვანმა, ალექსეი კოროსტელევმა "ტელეგრამის" არხზე დაწერა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული და რუსი ჯარისკაცებისთვის დასახმარებლად არაფერი გაუგზავნია.

 

6 დეკემბერს ლატვიის მაუწყებელთა მარეგულირებელმა “დოჟდის” მაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა და ეს გადაწყვეტილება “ეროვნული უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს” დაუკავშირა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up