ტელე–რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 75%–ით გაიზარდა

ტელე–რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 75%–ით გაიზარდა

access_time2021-08-13 20:00:53

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები, 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა და 23 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. საანალიზო პერიოდში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 21,3 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი – 19,3 მლნ ლარი პირდაპირი რეკლამასა და სპონსორობაზე მოდიოდა.


„ყველაზე მეტი, 6.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა. 1.9 მილიონი ლარით მეტია „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი, რომელიც მეორე კვარტლის მონაცემებით, 3.2 მილიონ ლარს შეადგენს. 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო შემოსავალი და 2.5 მილიონ ლარს შეადგენს. ტელეკომპანია „ფორმულამ“ 1.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტია. 0.9 მილიონი ლარით არის გაზრდილი „ტელეკომპანია პირველის“ სარეკლამო შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს შეადგენს. 0.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 1.2 მილიონ ლარს შეადგენს „პოსტ tv”-ის სარეკლამო შემოსავალი, ასევე 0.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავლები, რომლებიც 0.9-0.9 მილიონ ლარს შეადგენს. 0.2 მილიონი ლარი სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა”, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.



რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის მეორე კვარტალში, 90%-ით გაიზარდა და 1,735 მლნ ლარი შეადგინა. რადიოების სარეკლამო შემოსავლებში 85.8% ასევე პირდაპირ რეკლამას უკავია.


„ყველაზე მეტი 965.1 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მიიღო; რადიო „იმედს“ სარეკლამო შემოსავალი 183.3 ათასი ლარი ჰქონდა; 88.5 ათასი ლარი შეადგინა „რადიოცენტრი პლუსის“ სარეკლამო შემოსავალმა, 77.5 ათასი ლარი „ქართულმა რადიომ“, ხოლო 77 ათასი ლარი რადიო „ჯორჯიან თაიმსმა“ მიიღო. „ჩვენი რადიოს“ სარეკლამო შემოსავალმა 61.3 ათასი ლარი, მედია ჰოლდინგის - „აფხაზეთის ხმა“ - 59.5 ათასი ლარი, ხოლო კომპანია „მედიასტრიმის“ შემოსავალმა 53.1 ათასი ლარი შეადგინა. 31 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“, „ახალი რადიოს“ მიღებულმა შემოსავალმა კი 19.3 ათასი ლარი შეადგინა. 119.3 ათასი ლარი დანარჩენ რადიო მაუწყებლებზე გადანაწილდა“, აღნიშნულია კომისიის ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up