„ტელევიზია, ზოოპარკი, ფაბრიკა, ლაგუნა ვერე, თავისუფლების მოედანი და ზევით ივანიშვილის სასახლე...“ - რა დეტალებზე საუბრობს აბრეშუმის ფაბრიკის ყოფილი მესაკუთრე

„ტელევიზია, ზოოპარკი, ფაბრიკა, ლაგუნა ვერე, თავისუფლების მოედანი და ზევით ივანიშვილის სასახლე...“ - რა დეტალებზე საუბრობს აბრეშუმის ფაბრიკის ყოფილი მესაკუთრე

access_time2023-01-27 18:00:39

2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ თბილისის ცენტრში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. 65-სართულიანი ცათამბჯენების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობის დამკვეთი ფონდ “ქართუს” კომპანიაა - შპს „კოსტავა 69".

 


პროექტს მრავალმხრივი კრიტიკა მოჰყვა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ტერიტორია ქალაქის ყველაზე რთულ სატრანსპორტო კვანძთან მდებარეობს და ამ მასშტაბის კომპლექსი სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს. აქტივისტებისთვის ასევე მიუღებელია ისტორიულ გარემოში მსგავსი მასშტაბის ჩარევა. კითხვებია პროექტის არქიტექტურული ღირებულებასთან დაკავშირებითაც.

 


ცათამბჯენების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს ავთანდილ კვარაცხელიაც, აბრეშუმის ფაბრიკა „ამირანის“  მესაკუთრე.



ავთანდილ კვარაცხელია ამტკიცებს, რომ "ქართუს" ამ პროექტის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რადგან ფაბრიკის საქმეზე გამოძიება პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.



„ჯერჯერობით გამოძიება არ დამთავრებულა, მე ეს ტერიტორია რომ არ დავთმე, ამის გამო მოვხვდი ციხეში. რეაბილიტირებული ვარ, ბოდიში მომიხადა სახელმწიფომ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად რაღაც კაპიკები მომიგდეს და მატერიალურზე უკვე 18 წელია მიდის ძიება. სპეციალურად წელავენ.




ეს პროექტი, რაც ახლა კეთდება, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2004 წელს ვიცოდი.  როდესაც გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა ჩემს მიმართ და შევიდა ძალაში. მივედი ჩემს აქციონერებთან ერთად ამ „ქართუში“ და მაშინ მითხრეს, რომ უნდა გავჩუმდე, იმიტომ რომ პროექტი ბიძინა ივანიშვილისაა. ესაა ტელევიზია, ზოოპარკი, ფაბრიკა, ლაგუნა ვერე, თავისუფლების მოედანი და ზევით მისი სასახლე. დამპირდნენ კომპენსაციას, კომპენსაციის მოცემის ნაცვლად გამიუქმეს გამამართლებელი განაჩენი, ისევ ბრალდებულად მაქციეს, ისევ სამი წელი მაწვალეს, მაგრამ მაინც გავმართლდი და კიდევ ერთხელ შევიდა გამამართლებელი განაჩენი ძალაში.



მეორე გამამართლებელი განაჩენის შემდეგ აღვძარი საქმე  არარსებულ ვალთან დაკავშირებით, გაყალბებულია  დოკუმენტები, იმიტომ რომ მე ვალი არ დამიტოვებია ფაბრიკაში. ამ ყალბი დოკუმენტებით ვითომ ვალში გაიყიდა ფაბრიკა, “- აღნიშნა ამირან კვარაცხელიამ.



მისი თქმით, გამოძიებამ ან უნდა დაამტკიცოს, რომ ის ცილს სწამებს  ბანკ „ქართუს“ და ივანიშვილს, ან უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები და ქონება დაუბრუნდეს.



„არანაირი უფლება არ აქვთ მათ, სანამ გამოძიება არ დამთავრდება. აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება დევს, რომ ბანკმა „ქართუმ“ ფაბრიკა გაყალბებული დოკუმენტებით წაიღო, ეს მის ინტერესებში იყო და ეს საქმეც მისი ორგანიზებულია. ამის ყველა მტკიცებულება დევს პროკურატურაში. ამიტომ ამ 18 წლის განმავლობაში ვერც დახურეს, ვერც შეწყვიტეს, ვითომ მიდის ძიება, სინამდვილეში არაფერი არ მიდის. ახლა მოსინჯეს, ავაშენებთო, მაგრამ ამის უფლებას ნამდვილად ვერ მივცემთ, უნდა დამთავრდეს გამოძიება. ან უნდა მითხრან, რომ მე ცილს ვწამებ ბანკ „ქართუს“ და ივანიშვილს და უნდა დავისაჯო ამისთვის, ან უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები და დაგვიბრუნდეს უკან ჩვენი ქონება იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იყო. ეს ფაბრიკა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ევროპაში იგზავნებოდა აქ შეკერილი ტანსაცმელი. 500 ადამიანი  მუშაობდა. მე ციხეში მოვხვდი, ხალხი ქუჩაში და ერთ კვირაში გაპარტახდა და გაიძარცვა ფაბრიკა. გერმანული მანქანა-დანადგარები თურქეთში გაყიდეს,“- აცხადებს კვარაცხელია.



ფაბრიკის ყოფილი მფლობელი ამბობს, რომ ყველა იმ პირმა რომელმაც თავის დროზე ის დაადანაშაულა, აღიარეს, რომ არასწორი ჩვენებები მისცეს, თუმცა ამის გამო არავინ დასჯილა. კვარაცხელია ეჭვობს, რომ საქმეს იმ დრომდე გაწელავენ, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა არ შეეხება.



„ვალის შესახებ ვინც დაწერეს აუდიტმა, საგადასახადოს ინსპექტორმა და ასე შემდეგ, ყველამ ოფიციალურად მისცა პროკურატურას ჩვენება, რომ არასწორი იყო და არავინ არ დაუსჯიათ. 2 მუხლით მაქვს საქმე აღძრული, მაგრამ არის გაყინული, თაროზე დევს.  დეკემბერში მქონდა ბოლო შეხვედრა პროკურატურაში, 5-6 თვეში საქმის პროკურორები იცვლებიან ხოლმე და მეუბნებიან, რომ ჩვენ ახლები ვართ, შევისწავლით და ასე შემდეგ. ასე მიდის 18 წელია. ყველა მტკიცებულება წარვუდგინე დეკემბერში ისევ თავიდან, მითხრეს თებერვლამდე გვაცადეო, ერთი წამოსცდათ შეიძლება შეწყდეს ხანდაზმულობის გამოო, ვუთხარი, რომ ხანდაზმულობა თუ დადგა ჩემს გამო არა, რადგან მე ყველაფერი წარმოვადგინე. ბოლო განცხადებაში დავწერე, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თანხა დამნაშავეებმა კი არა სახელმწიფოს გადაახდევინონ,“ - განაცხადა ავთანდილ კვარაცხელიამ.

 

 

 

 

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up