ტელევიზიებში სარეკლამო ბაზარი სერიოზული პრობლემაა - ლაშა ტუღუში

ტელევიზიებში სარეკლამო ბაზარი სერიოზული პრობლემაა - ლაშა ტუღუში

access_time2022-10-12 17:00:47

სერიოზული პრობლემაა სარეკლამო ბაზარი. ხალხს ეშინია კრიტიკულ ტელევიზიებში ფულის ჩადება. ოპოზიციურ ტელევიზიაში რომ ფული ჩადო, „კამიკაძე“ უნდა იყო. რისკავენ მხოლოდ პარტიასთან დაკავშირებული ბიზნესები, ეს არ არის ბიზნესლოგიკა, ეს არის სხვა ლოგიკა, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.


როგორც ტუღუშმა ტელევიზიების დაფინანსების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ბევრად მეტი ფული იტრიალებდა მედიებში, რომ არ იყოს პარტიული წნეხი.


„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი სურათია, გარკვეული თვალსაზრისით ეს ადრეც ასე იყო, თუმცა, უფრო დაბალანსებული ვითარება იყო ხარჯებსა და შემოსავლებს შორის. ახლა ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, გართულდა და პარტიული გავლენები, მგონი, გაიზარდა. პირველ რიგში, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი პოლიტიკური ელიტების, რომლებსაც როგორც ჩანს, ვერ წარმოუდგენიათ მედიის თავისუფლება და ყველა ბერკეტს იყენებენ, რომ მედია დაიქვემდებარონ. ჩვენთან რაც ხდება, ეს არ ხდება დასავლეთში. ასეთი ვულგარული პარტიული გავლენები არ არის არც გერმანიაში, არც საფრანგეთში. დამოუკიდებელი მედია არსებობს და არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში. გავლენები იქ არ არსებობს, მაგრამ არსებობს გამონაკლისები და ამას ებრძვის მთელი საზოგადოება. ჩვენთან თუ მედიამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, ის არ უნდა იყოს პარტიული და ეს პარტიის ბოსებმა კარგად უნდა გაიგონ. სარეკლამო ბაზარი სერიოზული პრობლემაა. ჩვენ კონცეპტუალურად უნდა ვიმსჯელოთ - რა პოლიტიკურ სისტემაში გვინდა ცხოვრება“, - განაცხადა ტუღუშმა.


ამასთან, მედიაექსპერტის შეფასებით, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ „ელიტები უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე, მათ შორის პოლიტიკურ თამაშის წესებზეც“.


„დაფინანსების რა წყაროებია - ერთია სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც ყველგან არსებობს, მეორეა - რეკლამა და მესამეა - მესაკუთრე, რომელიც თავისი ჯიბიდან დებს ამ ფულს. მედია ვალდებულია დაფინანსების წყაროები დაასახელოს. მარტივი მოკვლევა რომ ჩაატარონ „იმედის“ შემთხვევაში, დაფინანსების 72 მილიონი საიდან მოვიდა, ადვილად გამოსაკვლევია - ეს არის ვიწრო წრე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ძალასთან, ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ ეს არის ხელისუფლება. გამოსავალი რა არის? - ევროპაში დიდ მედიებს არა მესაკუთრეები, არამედ სააქციო საზოგადოებები ფლობენ. ერთი ვიღაცის ხელში არ არის მედია და ის ტვინით და სხეულით არ არის პოლიტიკურ პარტიასთან მიბმული. ეს ხდებოდა წინა საუკუნის 50-იან წლებში. იგივე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, მაშინ აქეთკენ უნდა ვუბიძგოთ. ყველაზე ძლიერი მედია - „იმედი“ როგორ არის ბიზნესი, როცა მისი ფულის უდიდესი ნაწილი არის ჯიბიდან ამოღებული ფული, წაგებაზე მომუშავე ბიზნესია. ეს არის დოტაციური ფული, რომელსაც პოლიტიკური მიზნები აქვს ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს. ამას არ ჰქვია დემოკრატიულ სისტემაში მოქმედი მედია, არ შეიძლება ფლაგმანი იყოს ასეთ ფორმაში. ეს ცუდია, მათ შორის ამ ტელევიზიისთვის არის ცუდი, საზოგადოებისთვის არის ცუდი, იმ პარტიისთვის არის ცუდი. ყველასთვის ცუდია.


ჩვენ არ ვართ იმ ვითარებაში, რომ აქედან ვერ გამოვიდეთ, უბრალოდ, სწორი დიაგნოზი უნდა დავსვათ - უნდა ვთქვათ, რომ არ არის კარგი პარტიული მედიები. მედიები პარტიული დღის წესრიგებიდან გარეთ უნდა იყვნენ. სერიოზული დისკუსიები გვჭირდება ამ საკითხზე. უნდა ვთქვათ გვაწყობს ეს სიტუაცია, თუ უფრო სერიოზული სიტუაცია გვჭირდება, სადაც ტელევიზიები არ იქნებიან მიბმული ერთ ჯიბეზე“, - განაცხადა ტუღუშმა.


შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს მოგება არცერთს არ ჰქონია, ხოლო ყველაზე დიდი - 74.4 მილიონი ლარის ზარალი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა. უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ანგარიშგების პორტალზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს ტელეკომპანია „იმედის“ შემოსავალი 28 740 849 ლარი იყო; ხარჯი 102 242 346, ხოლო ზარალი 74 366 008 ლარი. ამავე წელს ასევე დიდი ზარალი განიცადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა - მისი შემოსავალი 15 365 863 ლარი იყო, ხარჯი 57 818 148 ლარი, ზარალი კი 42 452 285 ლარი. „მთავარი არხის“ შემოსავალმა 2020 წელს 11 624 142 ლარი შეადგინა, ხარჯი 29 197 737 ლარი იყო, ხოლო ზარალი 17 573 594 ლარი. ტელეკომპანია „პირველის“ 2020 წლის შემოსავალი 6 887 019 ლარია, ხარჯი 8 828 283, ზარალი კი 1 941 264 ლარი. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, აღნიშნულ პერიოდში მისმა შემოსავალმა 4 846 185 ლარი შეადგინა, ხარჯი 39 309 348 ლარი იყო, ზარალი კი 34 463 163 ლარი. ამასთან, ორგანიზაციის კვლევაში ვკითხულობთ, რომ კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი მცირედით, 1.3 მლნ ლარით (1%) გაიზარდა და 139.8 მლნ ლარი შეადგინა. „კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ უჭირავს 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებულ თანხას წარმოადგენს. ჯამურ შემოსავალში, ასევე, სოლიდური ნაწილი, 17.2 მლნ ლარი მოდის „მაუწყებლის მფლობელის შემოწირულებაზე“, სადაც 8.8 მლნ ლარი „მთავარი არხისთვის“ შეწირული თანხაა, 5.8 მლნ ლარი - „სილქ მედიასთვის“, 1.3 მლნ ლარი - საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებისთვის“, 0.6 მლნ ლარი- „ალტ ინფოსთვის“ და 0.3 მლნ ლარი - „ობიექტივისთვის“. „სხვა სამაუწყებლო“ შემოსავლებიდან 14 ტელევიზიებმა 5.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, საიდანაც 4.5 მლნ ლარი „აჭარასპორტ.ტვ“ ანგარიშზე მოდის“, - აღნიშნულია ანგარიშში. შეგახსენებთ, ეს არის 2021 წლის მონაცემები. ამ პერიოდში ტელევიზიებს შემოსავლის დიდი ნაწილი ჰქონდათ ონლაინ კაზინოების რეკლამიდან. ამ სფეროში 2022 წლიდან ამოქმედებული სარეკლამო რეგულაციების შედეგად, სავარაუდოდ, ტელევიზიები კიდევ უფრო მეტად ზარალიანი იქნებიან.


წყარო: bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up