„თელმიკომ“ განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

„თელმიკომ“ განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

access_time2021-09-29 15:17:24

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) ქ. თბილისში განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი და კომპანიის ხელმძღვანელი პირები.


მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ, №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77.


„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ხარისხის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა. სწორად ამ კუთხით, სემეკი მუდმივად მუშაობს როგორც რიგი პროექტების განხორციელებაზე, ასევე საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და დახვეწაზე. დიდ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის კმაყოფილების კვლევას, რაც ყოველთვის სწორად გვიჩვენებს სექტორებში არსებულ მიღწევებსა თუ ხარვეზებს. სემეკში არაერთი მოქალაქის განცხადება იყო შემოსული „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ ქოლცენტრის შესახებ, რომლის საფუძველზეც კომპანიას მივეცით დავალება, უმოკლეს ვადებში მოეწესრიგებინათ საკომუნიკაციო საშუალებები. მისასალმებელია კომპანიის რეაგირება და ვიმედოვნებთ, რომ „თელმიკო“ შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებასა და მოქალაქეებს გაუწევს ხარისხიან მომსახურებას“, - განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.



შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალური დირექტორის დმიტრი გოლოვკოს განცხადებით, თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ, გახსნა პირველი მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი: „მოწვეულ პირებს გავაცანით განახლებული ქოლ ცენტრის მუშაობის პრინციპი. გვსურს აღვნიშნოთ, რომ უახლოესი ტექნოლოგიური უზრუნველყოფით აღჭურვილი „თელმიკოს“ ქოლ ცენტრი ახლა, სრული დატვირთვით მუშაობს, მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია დაგვიკავშირდეს და ამომწურავად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან ერთად წლის ბოლომდე „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ თბილისში კიდევ რამდენიმე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება“, - აღნიშნა დმიტრი გოლოვკომ.


შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ” საქმიანობა 2021 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომპანია ქ. თბილისის 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ქვითრების მიწოდებას, ფინანსურ ანგარიშგებას, მომხმარებლის სახელშეკრულებო მომსახურებასა და ა.შ.


(NS)


თეგები:
„თელმიკო“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up