სებ-ის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა სიცრუის დამტკიცებას, თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე - თემურ ბასილია

სებ-ის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობდა სიცრუის დამტკიცებას, თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე - თემურ ბასილია

access_time2023-02-22 10:30:08

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს რამდენიმე დღეში უფლებამოსილების შვიდწლიანი ვადა ეწურება. ამის პარალელურად, „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში“ დაჩქარებული წესით ცვლილები შევიდა, რომელიც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. მთავრობის ასეთი ნაბიჯები კრიტიკულად შეაფასა IMF-მა, ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს სიახლე ცვლის „სებ-ის მართვის სტრუქტურას და თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“.


საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ფინანსისტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტთან“ კობა გვენეტაძის შვიდწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, სებ-ის მომავალი ხელმძღვანელისთვის აუცილებელ კრიტერიუმებზე და IMF-ის მიერ კრიტიკულად შეფასებულ ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.


„ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობის და კონკრეტულად მისი ყოფილი პრეზიდენტის უუნარობაზე, არაკომპეტენტურობასა და არაპროფესიონალიზმზე არაერთხელ გვისაუბრია. არ მესმის, როგორ ჩააბარეს ასეთი საპასუხისმგებლო სფერო პირებს, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ მაკროეკონომიკის ძირითად საბაზისო დებულებებზე, ფულის არსზე და მასზე მოქმედ ფაქტორებზე; ვინც უტიფრად ცდილობდა სიცრუის დამტკიცებას, რომ თითქოს ფულის მასას არა აქვს გავლენა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე. ეს არის პრობლემის თავი, ეს არის იმათი პასუხისმგებლობა, ვინც ასეთ არაკომპეტენტურ და უპასუხისმგებლო პირებს ჩააბარა ფულად საკრედიტო სფერო.



სებ-ის მომავალი პრეზიდენტი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: 1. უნდა იყოს ამ სფერო პროფესიონალი და 2. უნდა ჰქონდეს ლიდერის თვისებები. არიან საქართველოში ასეთი თვისებების მქონე პირები, ვინც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. იმედია, სწორედ ასეთ პირს შეარჩევენ ეროვნული ბანკის მომავალ ხელმძღვანელად“,
 ამბობს თემურ ბასილია.


ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებზე ფინანსისტი ამბობს, რომ ამჟამად მოქმედ კანონში საკადრო საკითხების გადაწყვეტის საკმაოდ გამართული მექანიზმია ჩამოყალიბებული და დამატებითი ცვლილებები საჭირო არ არის.


„სიმართლე გითხრათ, არა თუ ამ ცვლილების დაჩქარებულად მიღების, არამედ, საერთოდ, ამ ცვლილების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. საქართველოს ეროვნული ბანკის ამჟამად მოქმედ კანონში საკადრო საკითხების გადაწყვეტის საკმაოდ კარგი და გამართული მექანიზმია ჩამოყალიბებული“,  აღნიშნავს თემურ ბასილია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up