თემურ ჭყონია:  რუსი ბიზნესმენის სანქცირებას ეროვნულ ბრენდს ვერ შევწირავთ, ,,ბორჯომი“ დროებით სახელმწიფოს მართვაში უნდა გადავიდეს

თემურ ჭყონია: რუსი ბიზნესმენის სანქცირებას ეროვნულ ბრენდს ვერ შევწირავთ, ,,ბორჯომი“ დროებით სახელმწიფოს მართვაში უნდა გადავიდეს

access_time2022-04-29 15:30:37

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ,,ბორჯომის“ ქარხნების დახურვის კატეგორიული წინააღმდეგია. ერთადერთ გამოსავალს იგი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციაში ხედავს და მთავრობას მოუწოდებს, გაუფრთხილდეს ეროვნულ ბრენდს, დანიშნოს დროებითი მმართველი და არ დაუშვას ,,ბორჯომის“ გაჩერება.

 

,,ბორჯომი“არის საქართველოს ეროვნული ბრენდი და სხვა ქვეყნის აგრესიის გამო სანქცირებული კომპანიის დახურვა არ უნდა დავუშვათ. სახელმწიფომ უნდა მოახდინოს მისი დროებით ნაციონალიზაცია, სანამ დალაგდება სიტუაცია. სხვა გზა არ გვაქვს, სახელმწიფოს მართვაში უნდა გადავიდეს გარკვეული ვადით, დაინიშნოს დროებითი მმართველი და არავითარ შემთხევაში არ გაჩერდეს ,,ბორჯომი“ სხვისი შეცდომების გამო. სახელმწიფომ უნდა მართოს ეს წარმოება, ეს როგორმე უნდა მოახდინოს. დღევანდელი სიტუაცია არ გვაძლევს ქარხნის გაჩერების უფლებას. როდესაც დალაგდება სიტუაცია, მსოფლიო მიიღებს ახალ სტრუქტურას, ეს საკითხიც განიხილება, მაგრამ მანამდე ,,ბორჯომის“ დახურვა უდიდესი შეცდომა იქნება“, - აცხადებს ჭყონია ,,კომერსანტთან“.


ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ სანამ დემოკრატიული მთავრობა არ მოვა რუსეთში, დაუშვებელია აგრესორი ქვეყნის ოლიგარქებს რომელიმე სტრატეგიულ ობიექტთან დაკავშირებით გავურიგდეთ, ეს ყოვლად მიუღებელია.

 

 ,,პრობლემა არ არის იმაში, რომ ქართულ ბიზნესს შეიძლება მართავდეს უცხოელი, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო რუსი. სულ მცირე, სათადარიგო გეგმაც უნდა გვქონოდა, დიდი შეცდომა დავუშვით. ამიტომ ვამბობ ასე კატეგორიულად, რომ  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსებისთვის რაიმე ობიექტის გადაცემა, სანამ დემოკრატიული მთავრობა არ მოვა ქვეყნის სათავეში.

 


,,ბორჯომის“ დახურვა წარმოუდგენელი სისასტიკეა. ეროვნულ საგანძურზე ვსაუბრობთ, მაგრამ უნდა ვითვალისწინებდეთ  იმასაც, რომ ასობით ადამიანია კომპანიაში დასაქმებული. მეორე მხარეს არის მომხმარებელი, სამკურნალო თვისებების მქონე წყალია და ერთი ადამიანისთვის დაწესებული სანქციების გამო ჩვენ არ უნდა დავზარალდეთ. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის და ბიზნესმენის პოზიციაა, მთავარი სათქმელი სახელმწიფოს ეკუთვნის, ველოდებით რეაგირებას, რაც მხოლოდ ,,ბორჯომის“ დროებითი ნაციონალიზაციით იქნება გამყარებული, ჯერჯერობით სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“, - აცხადებს თემურ ჭყონია ,,კომერსანტთან“.


შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო, „ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

 

ცნობისთვის, 2013 წლიდან „IDS ბორჯომის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსელი „ალფა ჯგუფი ფლობს. „ალფა ჯგუფის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up