თემურ ჭყონია: ,,თუ ვინმე ჩაანაცვლებს ,,ბორჯომს“, ყველაზე მეტი პერსპექტივა გვაქვს ჩვენ - წარმოებას სამჯერ გავზრდით“

თემურ ჭყონია: ,,თუ ვინმე ჩაანაცვლებს ,,ბორჯომს“, ყველაზე მეტი პერსპექტივა გვაქვს ჩვენ - წარმოებას სამჯერ გავზრდით“

access_time2022-04-29 13:10:29

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ,,ბორჯომის“ ქარხნების დახურვის ფაქტს ეხმაურება და საუბრობს იმ შესაძლებლობაზე, რაც ამით  ეძლევა კომპანიას ,,წყალი მთის“, რომლის ახალი ტექნოლოგიური ხაზი წარმოებაში ზუსტად თვენახევარში ჩაეშვება.


როგორც ,,კომერსანტთან“ ჭყონია ამბობს, ჯერ ადრეა საუბარი, ვინ დაიკავებს ,,ბორჯომის“ ადგილს მტკნარი წყლის სეგმენტში, თუმცა ამ მხრივ კომპანიის ,,წყალი მთის“ შანსი ყველაზე მეტია, რასაც ხარისხი და მომხმარებლების მაღალი ნდობა განაპირობებს.


,,ბორჯომის დახურვა ბაზრის წილს გამოათავისუფლებს, ეს ლოგიკურია. სენსაციაზე არ ვსაუბრობ, თუმცა თუ გვეკითხებით, ვინ დაიკავებს მის ადგილს, ჩვენ უფრო მეტი პერსპექტივა გვაქვს.  ხარისხი, მაღალი ნდობა, ინოვაციური ხაზი - ყველა შესაძლებლობაა, რომ პოზიციები გავიძლიეროთ. მით უმეტეს, მუდმივად მატულობს წარმოებაც და ამ ეტაპზე ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი შეადგენს 10 მილიონ ბოთლს სეზონზე.  როცა წარმოების გაფართოებაზე და ,,ბორჯომის“ ჩანაცვლებაზეა საუბარი, ცხადია, არსებული რესურსი არასაკმარისია, გვაქვს სერიოზული პროგრამა, დაახლოებით 19 მილიონი ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ, ახალ ტექნოლოგიურ ხაზს ვყიდულობთ. ვთანამშრომლობთ კომპანია ,,სიდელთან“, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ ხაზებს უალკოჰოლო სასმელების სეგმენტში. პროექტს თვენახევარში დავასრულებთ. ასეთი მაღალმწარმოებლური, ულტრათანამედროვე ხაზი ბაზარზე, კავკასიის მასშტაბით,  არც ერთ კომპანიას არ აქვს. ახალი ტექნოლოგია შესაძლებლობას მოგვცემს, 50 000 ბოთლი ვაწარმოოთ საათში. წარმოება  3-ჯერ გაიზრდება. პროექტი დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან ჩაეშვება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ თემურ ჭყონია.


 როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სხვა კომპანიებიც ეცდებიან, ყველა შეეცდება შანსის გამოყენებას, მაგრამ რეალურად ,,ბორჯომს“ ჩაანაცვლებს კომპანია, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური დისტრიბუციით და მაღალი ხარისხით.



ამ მხრივ ,,წყალი მთის“, ჭყონიას შეფასებით, უალტერნატივოა.


შეგახსენებთ, რომ დღეიდან ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი ჩერდება, ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოში განუცხადეს.


კომპანიაში განმარტავენ, რომ  უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up