ტენდერებში პრობლემები ძირეულია და კოსმეტიკური ცვლილებებით ვერ მოგვარდება - გიგა ბედინეიშილი

ტენდერებში პრობლემები ძირეულია და კოსმეტიკური ცვლილებებით ვერ მოგვარდება - გიგა ბედინეიშილი

access_time2022-10-21 23:55:20

ტენდერებში პრობლემები ძირეულია და კოსმეტიკური ცვლილებებით ვერ მოგვარდება - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე" ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშილმა განაცხადა.


მისი თქმით, პრობლემის სათავე კორუფციული სქემებია, რაც საბოლოოდ უხარისხო პროდუქტსა და ტრაგედიებს იწვევს.


„მერიის და მთავრობის მხრიდან, აშკარაა მცდელობა ვაკის პარკის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მეისრეებზე გადაიტანონ. ყველაფერს აკეთებენ, რომ კალაძემ და პარტიამ პოლიტიკური ზიანი არ მიიღოს და შემოფარგლული იყოს ტრაგედიის მიზეზები. არ უყურებენ ფუნდამენტურად პრობლემას, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს. მერიაში რომ ძალიან კორუფციული სქემებია, ეს არ არის ახალი და ამ კორუფციის თანმდევი შედეგია დღეს რაც ხდება. ისეთი სისტემაა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ბიუჯეტის სახსრებით ჯილდოვდებიან მხოლოდ ის ბიზნესები, რომლებიც სახელისუფლებო ვერტიკალთან ახლოს არიან და მმართველ პარტიას გამარჯვებაში ეხმარებიან. სინამდვილეში ეს არის მთავარი პრობლემა. ამიტომაა, რომ ხაზინის გავლით მეტის ხარჯვა ხდება, ვიდრე უნდა ხდებოდეს. მარტივია, რაც მეტ ფულს აკონტროლებს მერია, მეტი შანსია, მით უფრო მეტი ალბათობაა კორუფციული არხებით ფულის შექმნის. გარდა ამისა, გამოყენებული იყოს ხაზინის ფონდები მთავრობის ინტერესების მიხედვით. სინამდვილეში ესაა, ფუნდამენტური პრობლემა.



სინამდვილეში, დღეს ტენდერები ხორციელდება ძვირად და უხარისხოდ. სახელმწიფოს მიდრეკილება ნამდვილად აქვს ამისკენ, ამიტომ ჩვენი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ფულმა გაიაროს მთავრობის ხელში. მთავრობა, ყოველთვის უფრო ცუდად ხარჯავს ფულს. კოსმეტიკური რეფორმები არაფერს უშველის, ძირეული ცვლილებებია აუცილებელი“, - განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.


ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. 2 მათგანი გადარჩა.



წყარო: https://www.bpn.ge/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up