ტენდერში დისკვალიფიცირებული კომპანიები და ₾438 000-ის ეკონომიის დაკარგული შესაძლებლობა

ტენდერში დისკვალიფიცირებული კომპანიები და ₾438 000-ის ეკონომიის დაკარგული შესაძლებლობა

access_time2022-02-07 17:00:00

აუდიტის სამსახურმა ქობულეთში სატენდერო კონკურსში შერჩევა-შეფასების ნაკლოვანებები გამოავლინდა.

როგორც აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, სატენდერო პირობების შემუშავებისა და ტენდერში მონაწილე პრეტედენტთა შერჩევასთან დაკავშირებით, ქობულეთის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სატენდერო პირობების ოპტიმალურ განსაზღვრას და პრეტედენტთა ობიექტურ შეფასებას.

შედეგად, 4 შემთხვევაში, 9 553 900 ლარის სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირდება კონკურენციის შეზღუდვისა და პრეტენდენტთა არაერთგვაროვანი შეფასების ფაქტები, რითაც მუნიციპალიტეტმა, მინიმუმ, 437 635 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

მაგალითად, მუნიციპალიტეტის მერიამ, ქობულეთში, გელაურის უბნის კეთილმოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 2019 წლის 14 იანვარს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 1 541 475 ლარით.

სატენდერო დოკუმენტაციით, პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, არანაკლებ 3 მლნ ლარის ღირებულების გამოცდილება, მათ შორის, გზის დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები არანაკლებ 1,5 მლნ ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვის საგანი იყო გზის დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოებთან ერთად, წყალარინების სისტემის, საავტომობილო გზის ასფალტირებისა და ბორდიურების სამუშაოები, სატენდერო კომისიის მიერ პრიორიტეტი მიენიჭა დეკორაციული ფილების მოწყობის სამუშაოების გამოცდილებას, რომელთა ღირებულება მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 25%-ს შეადგენდა. შედეგად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა − შპს „ჯორჯიან სტოუნმა“, რომლის შეთავაზებამ შეადგინა 1 514 638 ლარი. კომპანიის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცდილების დასადასტურებლად ატვირთული დოკუმენტებით, ფილების მოწყობის მოთხოვნილი გამოცდილება არ დასტურდება. კერძოდ: გზების, საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და ტროტუარების მოწყობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, ფილების მოწყობის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, რაც შეეხება გამოცდილების დადასტურების მიზნით შესყიდვის სისტემაში ატვირთულ შპს „777“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოპოვებული ინფორმაციით, მასში შპს „ჯორჯიან სტოუნის“ მონაწილეობა არ დასტურდება.

„აღსანიშნავია, რომ გამოცდილების დადასტურების მიზნით აღნიშნული ხელშეკრულება შპს „ჯორჯიან სტოუნის“ მიერ გამოყენებულია ასევე ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომელიც ანალოგიური პირობით ჩატარდა და გამარჯვებულად კვლავ შპს "ჯორჯიან სტოუნი" გამოვლინდა. კონკურენციის შეზღუდვის პირობებში წარიმართა აგრეთვე სანაპირო ზოლში პარკის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი, 4 733 769 ლარის შესყიდვის სავარუდო ღირებულებით. აღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტს, 2017 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონოდა ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის, არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების (ქუჩების, გზებისა და პარკების) კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის, არანაკლებ 2 000 000 ლარის ღირებულების პარკების/სკვერების მოწყობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ტენდერში უმცირესი ფასი დააფიქსირა შპს EWARD-მა, რომელიც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, არასაკმარისი გამოცდილების გამო დისკვალიფიცირდა.

მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გამოცდილებაში არ ჩაითვალა მხარეების მიერ ხელმოწერილი და დადასტურებული ანგარიშები შესრულებული სამუშაოების შესახებ, რადგან მათ თან არ ახლდა მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები, ვინაიდან მათი დასრულების თარიღი 7 კალენდარული დღით სცდებოდა ტენდერით განსაზღვრულ ვადას (2020 წლის 16 იანვარი).


აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ანგარიშებით მხარეები ფაქტობრივად ადასტურებენ სამუშაოთა შესრულების ფაქტს, ხოლო პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები სატენდერო განაცხადის განხილვის მომენტისათვის დასრულებული იყო. სატენდერო კომისიამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოებები და თეთრ სიაში რეგისტრირებულ კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია. შედეგად, გამარჯვებულად ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი − შპს „ჯორჯიან სტოუნი“ გამოვლინდა, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 437 635 ლარით აღემატება დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მეორე მაგალითი, მერიამ გზებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 25 ივნისს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 349 202 ლარით. ტენდერის ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი იყო, რომ პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა ჰქონდეს მზა ბეტონის ნარევის დამამზადებელი ქარხანა და 5 ერთეული ბეტონმრევი მანქანა. ტენდერში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ოდენობის შეთავაზებით, მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი − შპს „ნია“, რომელმაც ტექნიკური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინა ერთ-ერთ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მზა ბეტონის მიწოდების თაობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მზა ბეტონის მიწოდება არ წარმოადგენს ქარხნის საკუთრებაში ან სარგებლობაში ფლობას, სატენდერო კომისიამ არ იმსჯელა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციაზე და შპს „ნიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება. ამდენად, შემზღუდველი პირობების გამო, ტენდერზე კონკურენცია არ შედგა და გაიმარჯვა პრეტენდენტმა, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნილ პირობებს. აღსანიშნავია, რომ სხვა ანალოგიურ შემთხვევაში პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია“, - ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ გამჭვირვალე, ერთგვაროვანი მიდგომისა და ფინანსური სახსრების ეკონომიური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო კომისიების მიერ ყველა შესაფერისი დოკუმენტის სრულყოფილად შესწავლას და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას.


წყარო: business-partner.ge





თეგები:
ტენდერი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up