,,ტენე“ - მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი საქართველოდან

,,ტენე“ - მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი საქართველოდან

access_time2023-02-07 15:30:01

2019 წელს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად ქართულმა კომპანიამ „ჯინვენტორი გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის ეკომეგობრული კაბელი „ტენე შეეთავაზებინა.

 

,,ტენე მწვანე კონცეფციის USB კაბელია, რომლის დასამზადებლად მეორადი პლასტმასის ბოთლების სახურავებს იყენებენ, შესაბამისად, მათი მიზანი გარემოს დაცვა და ენერგიის დაზოგვაა. თავდაპირველად „ტენესთვის პროდუქციის წარმოება ჩინეთში ხდებოდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მასალების ეფექტურობის შესწავლის შემდეგ გადაწყვიტეს, ეს პროცესი საქართველოში გადმოეტანათ, რაშიც ჩვენი სააგენტოს სესხის თანადაფინანსების პროგრამა დაეხმარა.

 

„თავდაპირველად USB კაბელებს ჩინეთში ვბრენდავდით და ამერიკაში „ამაზონზე ვყიდდით, მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ, ისინი საქართველოში ჩამოგვეტანა და ონლაინ გაგვეყიდა - სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს დამფუძნებელი

 

ასე გახდა „ტენე პირველი ქართული USB კაბელი და ამავდროულად, პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც მეორადი პლასტმასას გამოყენებით იქმნება.


 

რამდენიმე წლის განმავლობაში „ტენეს კაბელები თბილისში მზადდებოდა. 2022 წლიდან კომპანიამ გადაწყვიტა, აგვისტოს ომის დაზარალებულთა მხარდასაჭერად ქარხანა წეროვანში გადაეტანა. წეროვანის ქარხანაში 30 ადამიანი დასაქმდა და წარმადობაც გაიზარდა.

 

„ტენეს გუნდი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს ახალ პროდუექტებს სთავაზობს. უკრაინის მხარდასაჭერად კომპანიამ ელექტრო ველოსიპედი შექმნა, რომელიც სატერფულების დატრიალებითა და ბიჯური ძრავის მეშვეობით ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს. პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შესატანად, „ჯინვენტორმა კამპანია დაიწყო – მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს პლასტმასას ბოთლებს და მათთან ჩააბარებს, საჩუქრად, „ტენეს ეკომეგობრულ USB კაბელს მიიღებს.

 

„ტენე ამჟამად რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, რომელთა მიზანია , მყარი ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება. ერთ-ერთი პირველი იქნება ბოთლების უკუ-ვენდინგ აპარატი, რომელიც მოსახლეობისგან ჩაიბარებს ბოთლებს და სანაცვლოდ დაურიცხავს ქულებს - სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს დამფუძნებელი

 



თეგები:
ტენე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up