„ტენეს“ კაბელის გაცვლის აქცია ამჯერად გორში ჰქონდა, სადაც, აქციის ფარგლებში, „ტენეს“ 1340-ი განახლებული კაბელი გააჩუქეს, ჩაიბარეს პლასტმასის თავსახურები, ბოთლები და დაზიანებული კაბელი.
„აქციის ფარგლებში გავცვალეთ და გავაჩუქეთ „ტენეს“ 1340-ი განახლებული კაბელი 1-წლიანი გარანტიით! ჩავიბარეთ უამრავი პლასტმასის თავსახური, ბოთლი და დაზიანებული კაბელი.
ადგილზე ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება საკუთარი ენერეგიით დაემუხტა „ტენეს“ Power Bank-ები, რომლებიც მოგვიანებით „ტენეს“ ველო გენერატორთან ერთად უკრაინაში გაიგზავნება.
გახსოვდეს, პლასტმასათი და ელექტრონული ნარჩენით გარემოს დაბინძურება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვაჩუქოთ მათ მეორე სიცოცხლე, - ნათქვამია „ტენეს“ განცხადებაში