თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ მეტი რისკის ქვეშ ვართ რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, ვიდრე ევროპისა და აშშ-ის ქვეყნების უმრავლესობა, რადგან ისინი სრულად ვაქცინირებული არიან

თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ მეტი რისკის ქვეშ ვართ რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, ვიდრე ევროპისა და აშშ-ის ქვეყნების უმრავლესობა, რადგან ისინი სრულად ვაქცინირებული არიან

access_time2022-02-25 10:30:00

სინდისს მოუხმონ იმ ჩასაფრებულმა და ანგაჟირებულმა ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოაგვარა ოჯახის ექიმების ინსტიტუტი, რომ ბინაზე დარჩენილთა მკურნალობა გვიანდება და სასწრაფოები იგვიანებენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეგულაციების მოხსნის და შემსუბუქების შემდეგ, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს ან აღარ შემცირდეს, რადგან საქართველოს მოსახლეობა სრულად ვაქცინირებული არ არის.

„რეგულაციების მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, იყოს ინფიცირების გარკვეული მატება, ან კლების ტენდენცია შეჩერდეს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელი იყო, ვინაიდან ასეთია მსოფლიო ტენდენცია. ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს, უნდა აღდგეს სპორტული სანახაობები, კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები, ქორწილები, ქელეხები და ა.შ. მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, ჩვენ მეტი რისკის ქვეშ ვართ რეგულაციების მოხსნის შემთხვევაში, ვიდრე ევროპისა და აშშ-ის ქვეყნების უმრავლესობა და რატომ- ისინი სრულად ვაქცინირებული არიან, ხოლო საქართველო სრულად ვაქცინირებული არ არის. 1/3-ია მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებული და დაახლოებით 10%-ს აქვს „ბუსტერი“ გაკეთებული. ეს სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, მოსახლეობას ვაქცინაციისთვის ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი.

„გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ სრულად ვაქცინირებული ქვეყანა არ ვართ და ეს ხალხის ნებით მოხდა. ხელმძღვანელობამ მოსახლეობას ყველა პირობა შეუქმნა, რომ ისინი სრულად ვაქცინირებული ყოფილიყვნენ. ბევრად უკეთესი პირობა, ვიდრე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში“,-განაცხადა ცერცვაძემ.


მან მოსახლეობას მიმართა, ატარონ პირბადე და ზაფხულამდე აიცრან.

„ახლა ერთ რამეში მაინც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, ვატაროთ პირბადეები და ნუ შევწყვეტთ ვაქცინაციას, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ზაფხულამდე აცრების მაქსიმალურ რაოდენობას უნდა მივაღწიოთ, რადგან როდესაც მობილობა გაიზრდება და საკურორტო სეზონი გაიხსნება, მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი ნაწილი ვაქცინირებული იყოს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში მაღალი იყო კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი, რის გამოც ოჯახის ექიმებთან დაკავშირება ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემური გახდა.

„ყველას დაავადების პირველ საათში ექიმი ვერ დაუკავშირდება. შეუძლებელია, როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთი ექიმი 100 ავადმყოფს, მაგრამ ვისაც უფრო სჭირდება, არც ერთი მათგანი არ დარჩენილა ექიმის დახმარების გარეშე. ჩვენთან ექიმის დახმარების არქონის გამო არავინ დაზარალებულა და არავინ გარდაცვლილა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up