თენგიზ ცერცვაძე - მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება, მაგრამ ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს

თენგიზ ცერცვაძე - მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება, მაგრამ ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს

access_time2021-08-19 23:59:58

4 დღის წინ, 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები შემოვიდა და კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრდა, ეს ღონისძიებები, რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ გრძელდება, უნიღბოდ სიარული ისევ გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.


მისი თქმით, მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად ქვეყანაში სრული კონსოლიდაციაა საჭირო და ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.


„ახალი შემთხვევების კატასტროფული რაოდენობაა იმიტომ, რომ ადამიანები არ იცავდნენ რეგულაციებს. სუსტი იყო კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო. საუბარია პირბადეების ტარებაზე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაზე. არავინ არ იცავდა პირბადეების ტარების წესს. განსაკუთრებით თბილისს გარეთ, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში. მე მომიწია ყოფნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პრაქტიკულად არ ატარებდა არავინ პირბადეს და ყოველდღე ეწყობოდა ხალხმრავალი ქორწილები თუ ჭირისუფლები, თუ იუბილეები, თუ სხვადასხვა შეხვედრები... ყველაფერმა ამან გამოიწვია კატასტროფული მატება ახალი და აქტიური შემთხვევების.


4 დღის წინ, 14 აგვისტოდან შემოვიდა გარკვეული შეზღუდვები და გამკაცრდა კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე. ვნახოთ, რამდენად ეფექტური გამოდგება ეს ღონისძიებები. მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ ეფექტური გამოდგა, რადგან ხალხმრავალი შეხვედრები ისევ გრძელდება, უნიღბოდ სიარული ისევ გრძელდება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ თვითონ ადამიანებსაც აქვთ პასუხისმგებლობა თავისი ჯანმრთელობის წინაშე, თავისი ახლობლების წინაშე, როცა ხედავ, რომ ასეთი კრიტიკული სიტუაციაა, ყოველდღიურად ხედავ, რომ გარდაცვალება გვაქვს, სამწუხაროდ, 30,40,50... მოსალოდნელი იყო, რომ 80-90 გარდაცვალება გვქონოდა დღეში, მაგრამ საბედნიეროდ არ გვაქვს, თუმცა რაც არის ისიც ბევრია, ამიტომ არ არის იმის დრო, ერთმანეთს გადავაბრალოთ, სახელმწიფომ მოსახლეობას, მოსახლეობამ სახელმწიფოს, უნდა იყოს სრული სოლიდარობა და ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.



თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში კლინიკური სექტორი კორონავირუსის შემთხვევების ზრდას წარმატებით უმკლავდება და „გასაკვირია ის მდგრადობა, რამხელა მდგრადობაც გამოავლინა ჯანდაცვის სისტემამ“.


„ვითარება ძალიან მძიმეა, ბოლო დღეებში ფიქსირდებოდა 6 000 შემთხვევის ფარგლებში, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და განსაკუთრებით სერიოზულია იმიტომ, რომ აქტიური შემთხვევები კოვიდინფექციისა არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 58 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი. კლინიკური სექტორი ჯერჯერობით უმკლავდება. არ მაქვს მხედველობაში ერთეული შემთხვევები, დაგვიანება სასწრაფოსი, ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებიან, ეს ასეთი გადატვირთვის დროს გარდაუვალია. ჩავარდნა არ ყოფილა. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მძიმე პაციენტს სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია და ვერ გამოიძებნა მისთვის ადგილი, ან სჭირდებოდა ჟანგბადის აპარატი და ასეთი არ იყო. ჟანგბადის აპარატების სერიოზული მარაგია. 750 ჟანგბადის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და დაკავებულია 320. არავითარი დეფიციტი ჯერჯერობით არ შექმნილა. ლიმიტი აქვს შესაძლებლობებს. მათ შორის საწოლფონდის შესაძლებლობებს. 8 ათასი საწოლია დღეს მობილიზებული, რაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის წარმოუდგენლად მაღალი რიცხვია. როდესაც გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ გამოიყენა შედარებით მშვიდი პერიოდი და არ მოემზადა სათანადოდ, არ მოახდინა საწოლების მობილიზება, მედიკამენტების , ჟანგბადის აპარატები მობილიზება. ყველაფერი ეს იყო სიცრუე და არაკეთილგანწყობილი ადამიანების ინსინუაციები . სინამდვილეში გასაკვირია ის მდგრადობა, რამხელა მდგრადობაც გამოავლინა ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up