თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ

თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ

access_time2022-10-07 13:00:00

ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ. ასე რომ, ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება... რატომ არ იცრება მოსახლეობა? ამის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ როგორც ჩანს, ქართულ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შინაგანად ანტივაქსერული განწყობა აქვს,“- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


მან „ყველა საჭირო პირობის“ შექმნის მიუხედავად ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ დონეზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ვაქცინაციით მოცვა სხვა ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით, დაბალია, რადგან ჩამში ჩატარებულია 2 900 000 აცრა, აქედან 1,300 000-მდე ადამიანია სრულად ვაქცინირებული.


თენგიზ ცერცვაძე ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მოსახლეობის ნაწილი შინაგანად ვაქცინაციის წინააღმდეგ არის განწყობილი, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ეს ჯამში ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.


„დღეს საქართველოში სრულად ვაქცინირებულია საერთო მოსახლეობის დაახლოებით მესამედი და ზრდასრული მოსახლეობის 40-45%. კიდევ უფრო დამაფიქრებელია, რომ სულ 200 ათასამდე ადამიანია ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილი. ამერიკასა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სულ ცოტა 2/3 მაინც არის ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, ჯამში ამაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობაა, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. არცერთ ქვეყანაში ვაქცინაციის უკეთესი პირობები არ არის შექმნილი, ამიტომ პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება.



კერძოდ სახელმწიფომ შემოიტანა შეუზღუდავი რაოდენობით მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა „ფაიზერი“, რაც მოსახლეობის მოთხოვნა და მე ვიტყოდი, გარკვეულწილად, კაპრიზიც იყო. ქვეყანაში ვაქცინაციის იმდენი პუნქტია გახსნილი, რომ გაიარო, სადმე ფეხს წამოკრავ. უსაფრთხოება გარანტირებულია. 3 მილიონამდე აცრიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო ლეტალური. სხვა მძიმე, სერიოზული გართულება არ ყოფილა ან თუ იყო, კარგად იმართებოდა. ესეც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ვაქცინაცია უფასოა და ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომია. უფრო მეტიც, დიდი ხნის მანძილზე ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაქცინაციის წასახალისებლად მატერიალურ (ფულად) ჯილდოსაც იყენებდა, რომელიც ა.წ. მაისიდან შეჩერებულია. ამას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აკეთებდა. მაშინ რატომ არ იცრება მოსახლეობა? ამის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ როგორც ჩანს, ქართულ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შინაგანად ანტივაქსერული განწყობა აქვს. ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, უფრო მეტიც, ილანძება - „ვაქცინა შხამია და ხალხს კლავთ“ და ა.შ. გაცილებით მეტია, ვინც ამას არ ამბობს, მაგრამ მაინც არ იცრება. ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ საქართველოში გაცილებით მეტია. სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა აგრეთვე ზოგიერთი ექიმის, მათ შორის ცნობილი ექიმების ვაქცინაციის საწინააღმდეგო ყოვლად გაუმართლებელმა და უპასუხისმგებლო განცხადებებმა, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია.


მაინც რატომ ვერ ვახერხებთ, რომ მოსახლეობაში ეს სკეპტიციზმი დავძლიოთ? ამბობენ, რომ არ არის საკმარისი საინფორმაციო კამპანია. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც არ მინახავს უფრო კარგი საინფორმაციო კამპანია“,- განაცხადა ცერცვაძემ.


მან ამასთან აღნიშნა, რომ მიზანი იყო მოსახლეობის სულ მცირე 2/3-ის ვაქცინაცია.


„ამას ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, ვაქცინაციის გაზრდა არის ჩვენი გამოუყენებელი რეზერვი. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტად მიაკითხავს ვაქცინაციის პუნქტებს. ეს ძალიან გაგვიადვილებს, რომ საქართველოში COVID ნამდვილად იქცეს ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციად. ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, ერთი ნაბიჯი გვაკლია და ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა პირველ რიგში, ვაქცინაცია, მეორე - სიმპტომების გამოვლენისთანავე ავადმყოფმა გაიკეთოს COVID ტესტი, მესამე - ყველა ოჯახის/კლინიკის ექიმმა შესაბამისი ჩვენებების დროს დანიშნოს „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“. თუ ეს სამი პირობა შესრულდება, COVID ჩვეულებრივ რიგით რესპირაციულ ინფექციად იქცევა“,- განაცხადა ცერცვაძემ.


ინტერპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up