თენგიზ ცერცვაძე - საწოლების რაოდენობა საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის

თენგიზ ცერცვაძე - საწოლების რაოდენობა საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის

access_time2021-08-17 23:00:00

წამყვანი ქვეყნები-ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, ყველგან, სადაც პიკის პერიოდი იყო ასეთი მაღალი,ჯანდაცვამ ყველგან განიცადა კოლაფსი ან იყო კოლაფსის პირას. საქართველოს ჯანდაცვამ გამოიჩინა არაჩვეულებრივი მდგრადობა, რაც არ უნდა თქვან ოპონენტებმა, ტენდენციურმა, ჩასაფრებულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.



ცერცვაძის თქმით, საველე ჰოსპიტალები რეზერვისთვის იხსნება.



„ამაზე მეტ გამოცდას რომ გაუძლოს ჩვენნაირი შეზღუდული ეკონომიკური რესურსების და თუნდაც არაშეზღუდული რესურსების ეკონომიკურმა ქვეყანამ, ამის პრეცედენტი ჯერ მსოფლიოში არ არსებობს. საველე ჰოსპიტალები იხსნება რეზერვისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება და კიდევ გეუბნებით, ჩვენმა ჯანდაცვამ დაამყარა მდგრადობის და პაციენტების მომსახურების ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი. ვისაც უნდა შემეკამათოს, მაგრამ ეს არ არის უსაზღვრო. შეიძლება, დადგეს მომენტი, როდესაც ჯანდაცვის სექტორის რესურსი ამოიწუროს. დღეს უკვე შვიდი ათასი ჰოსპიტალიზებულია და საწოლფონდი ყველა რესურსის მობილიზაციის შემდეგ არის რვა ათასი, ეს არის უზარმაზარი საწოლფონდი საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის, სხვა ქვეყნები ამის მიახლოებულ მობილიზაციას ვერ აკეთებენ. ყველაფერს აქვს საზღვარი. რომ გაგრძელდეს კიდევ ორი კვირა, იმედი მაქვს, რომ არ გაგრძელდება, მაგრამ მაშინ ჩვენი ჯანდაცვაც კი ვერ გაუძლებს. ამიტომ, წინსწრებით იქნა მიღებული პრევენციული ზომები და იხსნება საველე ჰოსპიტალები. ჯერჯერობით გახსნია 500 საწოლზე, თუ მერე გახდა საჭირო, კიდევ გაიხსნება. ქვეყნის მთავარი პრობლემა არის, რომ როგორმე შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი და ამისთვის 14 რიცხვიდან შემოვიდა რეგულაციები, რომელიც მაინც არ სრულდება, მაინც ეწყობა ქორწილები, შეკრებები, იუბილეები“, – განაცხადა ცერცვაძემ.




მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საწოლების, ჯანგბადის აპარატების და მედიკამენტების საკმარისი ოდენობაა.



„ამოეწურათ ოპონენტებს ყველა ჩივილის საშუალება. საწოლფონდიც საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, 750 სუნთქვის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და მათგან გამოყენებულია 350 ანუ ნახევარი. მედიკამენტის დეფიციტი არ ყოფილა. ჟანგბადის დეფიციტი არ ყოფილა, მაშინ როდესაც წამყვან ქვეყნებში უჟანგბადობით იხრჩობოდნენ პაციენტები. არაფრის ნაკლებობა არ ყოფილა. მიუხედავად უკიდურესად დაძაბული სიტუაციისა, ჩვენ პესიმიზმს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, პირიქით, უნდა გამოვიჩინოთ არნახული სოლიდარობა, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის. ეს ყველაფერი გადაივლის. ჩემი აზრით, ორ კვირაში უკვე შედეგს მოგვცემს რეგულაციების შესრულებაზე გამკაცრება და ცოტა უკვე გვიან ვაქცინაციაც მოგვცემს თავის შედეგს“, – განაცხადა ცერცვაძემ.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up