თენგიზ ცერცვაძე - შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა

თენგიზ ცერცვაძე - შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა

access_time2022-01-31 11:00:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველოში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ განაცხადა, კლინიკური მართვის პროცესი კარგად მიმდინარეობს.

„ყველა ოპონენტი, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო.

„შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან მალე დაიდება კვლევის შედეგები, რომელ კლინიკას რამდენი სიკვდილი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციით.


„ახალმა მინისტრმა დაიწყო შესწავლა, შედეგები და დასკვნა დაიდება, ვის რამდენი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციის სიკვდილიანობა. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საქართველოში 6-7% იყო, მსოფლიოში 10-11%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვქონია თუნდაც შიდა ჰოსპიტალური ინფექცია სხვებზე უარესი“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, პაციენტები კლინიკებს დროულად არ მიმართავენ, რაც სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

„ამ მოცემულობაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სიკვდილობის მთავარი მიზეზია მოსახლეობის დაგვიანებული მომართვიანობა. ძალიან ხშირად პაციენტები სახლში რჩებიან იმის იმედით, რომ განიკურნებიან“,-განაცხადა ცერცვაძემ.

მან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან ოჯახის ექიმს.

„უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. ყველა პაციენტმა, ვისაც გაქვთ მდგომარეობის დამძიმების რისკი, ასეთია 60 წელს ზევით ასაკი, თანხლები სერიოზული დაავადებები ან უკვე დაგიმძიმდათ პირველივე დღეებში დაავადება. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე. ნუ მოიმიზეზებთ „ომიკრონს“, დღეს 3 ათასი საწოლი თავისუფალია და თუ საჭირო გახდა, კიდევ ვიპოვით“, - განაცხადა ცერცვაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up