თენგიზ ცერცვაძე - თუ გვინდა, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, უნდა ვისწავლოთ „კოვიდის“ პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა

თენგიზ ცერცვაძე - თუ გვინდა, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, უნდა ვისწავლოთ „კოვიდის“ პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა

access_time2022-06-14 09:00:00

თუ გვინდა, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია, გამოვიყენოთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – „კოვიდის“ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, ჩავიტაროთ კოვიდტესტირება და ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.


თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში მიმოხილულია საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაცია, ასევე საუბარია, როგორ ავიცილოთ „კოვიდის“ ახალი ტალღა.


„ბოლო თვეების განმავლობაში შეიმჩნევა კოვიდსიტუაციის სტაბილიზაცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ პანდემია არ დამთავრებულა. მსოფლიოში ყოველდღიურად აღინიშნება კორონავირუსის 500-დან 700 ათასამდე ახალი შემთხვევა და 1 000-დან 2 000-მდე კოვიდგარდაცვალება. ამ ფონზე გამორჩეულად კარგი მდგომარეობაა საქართველოში, სადაც დღეში ფიქსირდება საშუალოდ 100-მდე ახალი კოვიდშემთხვევა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები ან საერთოდ არ არის (0), ან ერთეული შემთხვევაა (1, 2). ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით როგორც კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა (2411), ისე განსაკუთრებით კოვიდგარდაცვალების შემთხვევები (19) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში (66), კანადაში (87), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ კოვიდშემთხვევებისა და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით – სამხრეთ კორეა (122), ავსტრალია (88), ახალი ზელანდია (156), ჰონგ კონგი (120), იაპონია (20), ისრაელი (33) და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყანას აქვს კოვიდდადასტურებელ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფლიოს 113 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,02%). ყველაფერი ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია საქართველოში კოვიდპანდემიის კარგი მართვით, მათ შორის კარგი კლინიკური მართვით. საქართველოში კარგადაა ორგანიზებული კოვიდდიაგნოსტიკა და კოვიდპაციენტთა ნაკადების მართვა, კერძოდ, როგორც ბინაზე დარჩენილი (ამბულატორიული), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების კლინიკური მართვა. საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი პაქსლოვიდი. ექიმების არსენალშია და ყველა კოვიდავადმყოფისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: რემდესივირი, მონოკლონური ანტისხეულები (ვირუსის შესაბამისი შტამის დროს), ტოცილიზუმაბი, ბარიციტინიბი და სხვ. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ კოვიდპაციენტების – როგორც ბინაზე დარჩენილის (პაქსლოვიდით), ისე ჰოსპიტალიზებული პაციენტების ე.წ. პროაქტიურ მკურნალობას, რამაც საშუალება მოგვცა, მინიმუმამდე დაგვეყვანა კოვიდპაციენტების დამძიმების, რეანიმაციაში მოხვედრისა და გარდაცვალების შემთხვევები.



მოსახლეობას აინტერესებს, კოვიდპანდემია დამთავრდა და შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, თუ მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება და ახალი ტალღების გაჩენა. მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს იმიტომ, რომ მათ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია არ დამთავრებულა, რასაც მოწმობს ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი რიცხვები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. აგრეთვე ის, რომ დაფიქსირებულია SARS-CoV-2-ის რამოდენიმე ახალი შტამი. თუმცა, მათი ფართედ გავრცელება არ მომხდარა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინაა ზაფხული და აქტიური ტურისტული სეზონი, რაც დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან და შესაბამისად, გაზრდილ რისკებთან. ამიტომ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი კარგი „კოვიდ“ ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური კოვიდვაქცინაცია ბუსტერდოზების ჩათვლით, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – „კოვიდის“ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, ჩავიტაროთ კოვიდტესტირება და ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის შემთხვევაში, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მით უმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ „კოვიდის“ პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა“, – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up