თენგიზ ცერცვაძე - უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება, უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია

თენგიზ ცერცვაძე - უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება, უბრალოდ, ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია

access_time2021-12-03 14:10:00

ახალი შტამის გამო არავითარი პანიკა არ არის საჭირო, – ასე უპასუხა „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ იმისთვის, რომ „ომიკრონის“ საქართველოში შემოღწევა მაქსიმალურად გადავადდეს.


„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გეგმურად და მიზანდასახულად ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ამას დაემატოს საკარანტინო ღონისძიებები იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც „ომიკრონი“ ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თუმცა, ეს დროებითი ზომაა. იმიტომ, რომ თუ ეს შტამი ევროპის ყველა ქვეყანაში და აშშ-ში გავრცელდა, საკარანტინო ღონისძიებების ყველას მიმართ განხორციელება შეუძლებელი იქნება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ თუ ეს შტამი ყველგან გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია. დაცვის უნივერსალური საშუალება, პირველ რიგში, არის პირბადე, რაც 100%-ში იცავს, როგორც „დელტა“, ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან “, – განაცხადა ცერცვაძემ.



როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პანდემიის დაძლევა-დამთავრება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამედიცინო არსენალში ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები გამოჩნდება.



„ვიდრე ასეთი მედიკამენტები არ იქნება, მარტო ვაქცინაციით პანდემია ვერ დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი მოსახლეობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება ვაქცინირებული. თან, ვაქცინა 100%-ით მაინც არ იცავს. ამიტომ, კომბინირებულად უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინები და ახალი მედიკამენტები. ამ ახალი ანტივირუსული მედიკამენტებიდან, დღემდე, გვქონდა მხოლოდ „რემდესივირი“, რომელიც ძალიან კარგი მედიკამენტია “, – განაცხადა ცერცვაძემ.



გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უპასუხებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას, რომ საქართველოში გვიან ხდება კონკრეტული მედიკამენტების და მათ შორის, მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს დიდი ტყუილია.




„ამ აზრს ძირითადად, ავითარებს უცხოეთში მცხოვრები ორი ექიმი და მათ მხარს უჭერს კიდევ რამდენიმე. ეს არის დიდი ტყუილი. ჩემ საპასუხო პოსტებში მათ ძალიან არგუმენტირებულად გავეცი პასუხი. მათგან საპასუხო რეპლიკა არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგვეთანხმნენ. უსასრულოდ შეიძლება იმაზე მსჯელობა, ისინი არიან მართალი, თუ ჩვენ. იმიტომ, რომ საქართველოში დღეს გამოიყენება ყველაზე თანამედროვე მედიკამენტები. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის დამსახურებით, საქართველოს დღეს აქვს მედიკამენტების არსენალი, რომელიც ყველაზე განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებს აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.



მისი თქმით, საქართველოში ავადმყოფების მკურნალობა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების პროტოკოლებით.



„ეს არის რკინის არგუმენტი, რომ საქართველო, რომელიც არის შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების, ჯანდაცვის საკმაოდ სუსტი სისტემის მქონე და ამასთან, არავაქცინირებული ქვეყანა, ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებლით სჯობნის მსოფლიოში უძლიერეს და უმდიდრეს, სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, აშშ-ს. ამის მერე როგორ და რა სინდისით შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენთან პროტოკოლები, ან მკურნალობა არ არის სათანადო დონეზე?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.



შეკითხვაზე, რამდენად სრულდება ეს პროტოკოლები ყველა კლინიკაში, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ყველა კლინიკაში ალბათ, არ არის ერთნაირად დაცული, მაგრამ მან საშუალო მაჩვენებლები მოიყვანა.



„ყველა კლინიკაში რომ დაცული იყოს, კიდევ უკეთესი მაჩვენებელი გვექნება, უფრო დაბალი სიკვდილობა. ყველა დადასტურებული ავადმყოფიდან, ჩვენთან კვდება 1,43%, ხოლო 98,6% გადარჩება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.



1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up