თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ  ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? მერე სახელმწიფოს დადანაშაულება მოხდებოდა - მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით

თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? მერე სახელმწიფოს დადანაშაულება მოხდებოდა - მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით

access_time2022-08-05 00:00:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ“ დოზის გაკეთება აუცილებელია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ საუბრისას განაცხადა, საქართველოში არიან პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსით სამჯერ და ოთხჯერ დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს.

„დაახლოებით, 7-8 %, მაქსიმუმ 10%-მდე არის ის, ვისაც გაკეთებული აქვს "ბუსტერ" დოზა. ძალიან ცოტაა. "ბუსტერ" დოზის გაკეთება აუცილებელია, მინიმუმ მესამე მაინც, თუ მეოთხე არა, მაგრამ „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ უკვე შეიმუშავეს ვაქცინის ახალი ტიპი, რომელიც მორგებულია სწორედ ომიკრონის შტამებზე. ამერიკელებმა ამ ვაქცინის გამოყენებაში გაშვება დააჩქარეს და ვარაუდობენ, რომ სექტემბრის ბოლოს ეს ახალი ვაქცინები გამოყენებაში გავა,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, წინა შემთხვევის მსგავსად, ისევ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში არსებულ გამოუყენებენ ვაქცინებს ვადა გაუვიდეს.

„სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა შედეგი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები. ამას სჯობს ვაქცინა ზედმეტობით გვქონდეს. მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში კორონავირუსის მართვის კარგი დინამიკა ფიქსირდება და ამ ეტაპზე, ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების აუცილებლობა არ დგას.

„თუ ახლანდელი ტემპით წავედით და ასეთი კარგი მართვა შევინარჩუნეთ და გარდაცვალება მინიმალურ დონეზე გვექნება, მე ვფიქრობ, სავალდებულო მკაცრი რეგულაციები, მათ შორის პირბადეზე, საჭირო არ იქნება, მაგრამ ჩემი რჩევაა პირბადე ნებაყოფლობით ვატაროთ იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკია დაინფიცირების. ეს არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულებები, დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილზე,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


ცერცვაძის თქმით, „იმედი იმის, რომ კოვიდი აღარ იქნება ჯერ არ არის“.

ცერცვაძემ ის წესები დაასახელა, რომელიც კოვიდის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრებას განაპირობებს.

„როგორმე ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და გავაძლიეროთ ვაქცინაცია. განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზებით. დადასტურებულია, რომ სწორედ „ბუსტერ“ დოზები იცავს ძირითადად ინფიცირებისგან. მართალია რეგულაციები მთლიანად მოხსნილია, მაგრამ არ უშლის ხელს მოსახლეობას, როგორც უცხოეთში აკეთებს შეგნებული ნაწილი, ნებაყოფლობით ატარონ პირბადეები - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში, დახურულ სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრებებია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, დღეს არსებული შტამი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, შესაბამისად, ვისაც აღმოაჩნდება სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა, სწრაფი ტესტი უნდა ჩაიტაროს.

„ახლა, როცა სხვა რესპირატორული ინფექციების რიცხვი შემცირებულია პოტენციურად ასეთი სიმპტომი ძალიან დიდი ალბათობით კოვიდზე მიუთითებს. ამიტომ ყველა, ვისაც ეს სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებელია, რომ პირველივე დღეს ჩაიტაროს სწრაფი ტესტი, რაც უფასო და ხელმისაწვდომია, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, (ძალიან კარგად არის აწყობილი ელექტრონული სისტემა) შედგება მასა და ოჯახის ექიმს შორის კომუნიკაცია. სულ ერთი დღე დასჭირდება, რომ ოჯახის ექიმმა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა თუ ის მსუბუქია, არაფერი სჭირდება, მაგრამ თუ ის დამძიმების რისკებს შეიცავს, რაც არის 60 წელზე მეტი ასაკი, ან მძიმე თანმხვედრი დაავადებები, მაშინ აუცილებელია და ექიმი ურჩევს, რომ უნდა დაიწყოს მკურნალობა: „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, - განაცხადა ცერცვაძემ და დასძინა, რომ „არცერთი პაციენტი, რომელმაც ბოლო ოთხის თვის მანძილზე ჩვენებების შემთხვევაში დაიწყო მკურნალობა პირველი სამი დღის განმავლობაში „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა რეანიმაციაში და არ გარდაცვლილა“.

გარდა ამისა, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვინ ინფიცირდება ომიკრონის შტამით უფრო ხშირად.

„ვისაც არ გადაუტანია და არც ვაქცინირებული არ არის, ისინი ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, იმიტომ რომ მათ იმუნიტეტი საერთოდ არ აქვთ. ვინც არის სრულად ვაქცინირებული, მითუმეტეს, "ბუსტერ" დოზით, ან აქვთ კოვიდი გადატანილი და შესაძლოა არა ერთხელ, მათ ბუნებრივია იმუნიტეტი აქვთ, ან ვაქცინით გამომუშავებული, ან თვითონ ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებული და ისინი ნაკლებად ინფიცირდებიან, თუმცა დაცულები არ არიან. ამაზე მეტყველებს ის შემთხვევები, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც მესამეჯერ დაემართათ კოვიდი და მეოთხედაც, მაგრამ ამათ კოვიდი როგორც წესი მსუბუქად ემართებათ,“ - განაცხადა ცერცვაძემ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up