ტექინსპექტირების განმეორებითი ჯარიმის და გამონაბოლქვის კონტროლის კანონები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევაში დაგვეხმარება - მინისტრი

ტექინსპექტირების განმეორებითი ჯარიმის და გამონაბოლქვის კონტროლის კანონები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევაში დაგვეხმარება - მინისტრი

access_time2023-02-24 11:00:23

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.



შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე და ყურადღება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა.



„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში 87% -იანი პროგრესი გვაქვს. ეს არის სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ერთობლივი ეფექტიანი მუშაობის შედეგი. მე მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.



შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ისაუბრა გეგმის შესრულების პროცესში ჩართული შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის და მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებზე.




„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ტექნიკური ინსპექტირების განმეორებითი ჯარიმის და ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კანონპროექტს, რაც ერთობლივად დაგვეხმარება ჩვენი საერთო მიზნის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევაში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
შეხვედრაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ ხაზგასმით აღნიშნა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის მნიშვნელობა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე ისაუბრა.



რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქს აქვს გამწვანების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს.



საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესების, რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების, მწვანე ინფრასტრუქტურის ასევე, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.



შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდე“ წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up