მაშინ როდესაც ავტომობილების რაოდენობა 200 000-ით მაინც არის გაზრდილი, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო - დავით მესხიშვილი

მაშინ როდესაც ავტომობილების რაოდენობა 200 000-ით მაინც არის გაზრდილი, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო - დავით მესხიშვილი

access_time2023-02-07 22:00:06

„ტექინსპექტირების რეფორმას მიმართვიანობის ნაკლებობა უქმნის საფრთხეს, 2019 წელთან შედარებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო, ეს არის პარადოქსული სიტუაცია, მაშინ როდესაც ავტომობილების რაოდენობა მინიმუმ 200 000 მაინც არის გაზრდილი, “ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით მიმართვიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემაა. ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ ევრო დირექტივები ბოლომდე დანერგილი არ არის, ხოლო მეორე კანონის აღსრულებას უკავშირდება.



„ევრო დირექტივები, რაც ე.წ გზისპირა ინსპექტირებას უკავშირდება, პრაქტიკულად ბოლომდე დანერგილი არ არის, ეს არის სატვირთი და კომერციული ტრანსპორტისთვის. ე.წ. ჭკვიანი კამერები წინა პერიოდში ხშირად იყო გაუმართავი, რაც პრობლემას ქმნიდა. როდესაც გვაქვს საინფორმაციო ბაზა, იცი ავტოპარკი, შეიძლება შეტყობინების სისტემა აამუშაო და ამ შემთხვევაში საერთოდ აღარ იქნება კანონის აღსრულება კამერებზე მიბმული და პროგრამულად დაიგზავნება შეხსენების შეტყობინება, შემდეგ ადმინისტრაციული სანქციაც. ამას საერთოდ არ სჭირდება ჭკვიანი კამერები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებაა საჭირო.



რეფორმის დასაწყისში განმეორებით ინსპექტირება უფასო იყო, თუმცა ეს უფასო ტექინსპექტირების ცენტრების კისერზე გადადიოდა. ტექინსპექტირების მიზანი ტექნიკურად გამართული ავტომობილი უნდა იყოს, რომ ტექინსპექტირება პირველივე ჯერზე წარმატებით გაიაროს“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.




მესხიშვილმა კიდევ ერთ გამოწვევაზე, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 15 -ზე მეტი მუნიციპალიტეტი, ტექინსპექტირების მომსახურებას ვერ იღებს. ზოგიერთი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კი ტექინსპექტირება ძალიან ძვირი ჯდება, რაც არასამართლიანია.



დავით მესხიშვილის თქმით, გამოწვევაა ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ტექინსპექტირებაც: `„როდესაც ჩვენ ავტობუსების და მიკროავტობუსების პრობლემა შევისწავლეთ გასაოცარი ციფრები მივიღეთ, შემოწმებაზე არ მიდის არავინ, ის ავტოსადგურები, საიდანაც მიკროავტობუსები და ავტობუსები დადიან, თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ტრანსპორტს ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს. არავინ იცის ვინ არიან, საიდან მოვიდნენ და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობაც არ აქვთ და გვაქვს ჩვენ ექსკურსიის სახელით ცნობილი ტრაგედიები.



სრული განუკითხაობაა იქ, საიდანაც მგზავრების გაყვანა ხდება. მე ვიცი, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს აქვს რეფორმის პროექტი, თუმცა დიდი ხანია გაჩერებულია, ამიტომ იმედს ვიტოვებ და მინდა მივმართო შესაბამის სტრუქტურებს, იმიტომ რომ ამ განუკითხაობას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. ყოველთვიურად ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ საკუთარი ავტომობილის მოწესრიგებას. უმეტესობა ამ სატრანსპორტო საშუალების არის სატვირთო და მათ არ უნდა გადაჰყავდეთ ადამიანები, ეს სატრანსპორტო საშუალებები კუსტარულად არის გადაკეთებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებად, ჩაჭედებულია ე.წ. ტაბურეტები, ჩაკეტილია ე.წ. ავარიული გასასვლელები და შედეგად ვიღებთ ფატალურ შემთხვევებს“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up