„ონლაინ გაყიდვები გააქტიურდა, თუმცა, რეალიზაციის აქამდე არსებულ მაჩვენებელს ვერ უტოლდება“-კორონავირუსის გავლენა ტექნიკის სახლებზე

„ონლაინ გაყიდვები გააქტიურდა, თუმცა, რეალიზაციის აქამდე არსებულ მაჩვენებელს ვერ უტოლდება“-კორონავირუსის გავლენა ტექნიკის სახლებზე

access_time2020-04-08 16:00:00

ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადასული ტექნიკის მაღაზიების დიდი ნაწილი კომპანიის 100%-იან ზარალს გადაურჩნენ, ნაწილი კი ვისაც ონლაინ პლატფორმა არ აქვს, სრული ზარალის წინაშე აღმოჩნდნენ.ტექნიკის მაღაზიებზე  ორ დღიანი პაუზა, სანამ საქმიანობის ნებართვას ისევ მიიღებდნენ, ფინანსურად უარყოფითად არ ასახულა. საქმიანობის გაგრძელებას კი სრული წესების დაცვით აპირებენ. 


ტექნიკის მაღაზიებში საუბრობენ, რომ ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი სხვა პერიოდთან შედარებით გააქტიურებულია თუმცა, პროცენტულად მაღაზიის ყოველდღიური გაყიდვების მაჩვენებელს ვერ უტოლდება.

 

გააქტიურებულ ონალინ გაყიდვებზე საუბრობს ტექნო ბუმისდამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე. მისი თქმით კომპანია, ონლაინ ვაჭრობის მეშვეობით მომხმარებელებს უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს. 

 

„სანამ მთავრობა დადგენილებას მიიღებდა, რომ ისევ შევძლებდით ონლაინ ვაჭრობას, პაუზა ავიღეთ, თუმცა, ახლა ისევ გავაგრძელებთ საქმიანობას და ისევ დავიცავთ უსაფრთხოების ყველა ნორმას.  ონლაინ ადრეც ვიღებდით შეკვეთებს, თუმცა, ახლა მეტად გააქტიურებულია. გზადაგზა უფრო ვხვეწავთ მუშაობის პრინციპს, რომ მომხმარებელს დისკომფორტი არ შევუქმნათ.მაღაზიასა და ონლაინ ვაჭრობას ერთმანეთს ვერც შევადარებთ, მაღაზიაში უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო  ყოველთვის, თუმცა ახლა ხალხი ონლაინ შესყიდვებზე   გადაეწყო  და როგორც თბილისში ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან ხდება შეკვეთა და ნივთის მიწოდება.


გაყიდვების ზოგადი მაჩვენებელი რა თქმა უნდა დაკლებულია,თუმცა 100%-იან  წაგებაზე არ მიდის მაღაზია, ზუსტად იმ ონლაინ პლატფორმის გამო, რომელიც გვაქვს.“-ამბობს ანზორ ქოქოლაძე.


 

„ზუმერის“ მარკეტინგის მენეჯერის ეთო მერებაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია ონლაინ შეკვეთების მაჩვენებელი, თუმცა, კომპანიის ფინანსური მოგება მაღაზიების მუშაობის დროს ბევრად მაღალი იყო.

 

„რამდენიმე დღე შეჩერებული გვქონდა მუშაობა, პრემიერის საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებოდით.  მაღაზია რა თქმა უნდა დაკეტილი გვაქვს, ახლა კი   ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, ყველანაირი წესის დაცვით. კიდევ ერთხელ გამოვითხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროდან რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობდით, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დეტალებს, რომ ჩვენი მომხმარებლის და თანამშრომლების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს. ბოლო დღეებში ონლაინ მაღაზიას ძალიან კარგი მუშაობა ჰქონდა, მითუმეტეს თუ შევადარებთ ერთი თვის წინანდელ პერიოდს. მაშინ, როდესაც ქსელები ღია და ხელმისაწვდომი იყო. ონლაინ რეჟიმში ასეთი დატვირთვით არ ვმუშაობდით, დღეს კი პირიქით,“-ამბობს  ეთო მერებაშვილი.

 


განსხვავებული მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიათა ქსელ  „არაი თუმოროუში“. როგორც  კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, მათ კომპანიას ონლაინ მაღაზია არ აქვს, რის გამოც მთლიანი ქსელი გაჩერებულია და  სრულ ფინანსურ ზარალს განიცდის.


„არ გვაქვს ონლაინ მაღაზია და როგორც მაღაზიების, ისე ამ  მიმართულებითაც გაჩერებული გვაქვს მუშაობა,  შეიძლება ითქვას კომპანია 100%-იან ზარალზეა წასული.ჯერ არ შეგვიმუშავებია გეგმა დავიწყებთ თუ არა ონლაინ გაყიდვებს. იქედან გამომდინარე, რომ  ამ მიმართულებას გარკვეული პერიოდი უნდა, საიტის დამუშავებას და სხვა დეტალებს.ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმაც არ გვაქვს და ველოდებით ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებას.“-ამბობს „არაი თუმოროუს“ წარმომადგენელი.


შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ონლაინ ვაჭრობა ნებადართულია, შესაბამისი წესების დაცვით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. 



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up