ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ დაარსებული ფონდი საქველმოქმედოა - ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება

ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ დაარსებული ფონდი საქველმოქმედოა - ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება

access_time2023-01-30 00:00:43

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ახლად დაარსებულ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდს მიეძღვნა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, უნივერსიტეტისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ერთობლივი ინიციატივით დაარსებული ფონდი მთლიანად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს მხოლოდ სტუ-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას. საზოგადოების გარკვეულ წრეებში გამიზნულად ხდება ერთგვარი გაურკვევლობისა და ბუნდოვანების შეტანა, რითაც შესაძლებელია ჩრდილი მიადგეს უნივერსიტეტის სახელსა და შესაბამისად, ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიასაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იცავს გამჭვირვალობის პრინციპებს და მზად არის მედიასთან ღიად ითანამშრომლოს, ნათქვამია განცხადებაში.

 

„აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, განმარტების სახით, ცალსახად და პირდაპირ განაცხადოს შემდეგი: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“, რომელიც 2022 წლის 19 დეკემბერს უნივერსიტეტისა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ერთობლივი ინიციატივითა და თანაპარტნიორობით დაარსდა, მთლიანად საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს მხოლოდ სტუ-ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას, ხელშეწყობასა და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას.

 

ცნობილი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მშობლიურ უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთობა მას არასოდეს შეუწყვეტია. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ბიზნესმენი, რომელსაც აქვს ქველმოქმედების სურვილი, ზრუნავდეს მშობლიური უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებაზე და მის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში მხარდაჭერას უცხადებდეს.


 

ფონდი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მეცნიერთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა უახლესი გამოგონებების, ინოვაციებისა და სამეცნიერო მიღწევების წარმოებაში დანერგვას, რასაც თავის მხრივ, მოჰყვება ახალი საწარმოების გახსნა და შრომის ბაზარზე დამატებითი სამუშაო ადგილების ფორმირება, შესაბამისად კი - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება.

 

საქველმოქმედო ფონდი არ არის შემხებლობაში უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობასთან. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი“ ამჟამად ჩამოყალიბების პროცესშია, კერძოდ კი, მიმდინარეობს ფონდის აღმასრულებელი საბჭოს ფორმირება, რომელშიც გაერთიანდებიან ცნობილი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, მედიასაშუალებები. ფონდი ფუნქციონირებას საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად შეუდგება. როგორც წესი, ევროპის, ამერიკის თუ აზიის ცნობილ უნივერსიტეტებში მოქმედებს კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო ფონდები და ალუმნები, რომელთა შემოწირულებები ცნობილ ბიზნესმენთა, მეცენატთა, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ფონდების მხრიდან ივსება და ეს საერთაშორისო საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს არ აღძრავს, პირიქით - ასეთ ქმედებებს საზოგადოება ყოველთვის მიესალმება. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ შექმნის იდეას უკვე გამოეხმაურნენ საზღვარგარეთ მცხოვრები სტუ-ის კურსდამთავრებული ბიზნესმენები და ჩვენი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, ჩაერთონ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობაში.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იცავს გამჭვირვალობის პრინციპებს და მზად არის მედიასთან ღიად ითანამშრომლოს. შესაბამისად, „უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ საქმიანობა იქნება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე და ის, გარკვეული პერიოდულობით, თავისი საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას საჯაროდ წარუდგენს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმად არის დარწმუნებული, რომ მსგავსად მიკერძოებული დამოკიდებულებით შექმნილი და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული მედიაკონტენტი ვერ შეაფერხებს „უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ საქმიანობას და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სხვა ბიზნესმენები და საქართველოში მოქმედი კომპანიებიც შეუერთდებიან; მეტიც, ასწლოვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ალუმნის ამ სახით დაარსებაზე მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მის გამოცდილებას სხვა ქართული უნივერსიტეტებიც გაიზიარებენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up