ტერაბანკი ანგულარის კურსის შესწავლას დააფინანსებს, საუკეთესო სტუდენტებს კი დაასაქმებს

ტერაბანკი ანგულარის კურსის შესწავლას დააფინანსებს, საუკეთესო სტუდენტებს კი დაასაქმებს

access_time2021-12-17 10:55:20

ტერაბანკი, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მხარდასაჭერად, ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ტერაბანკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული IT პროდუქტის, ანგულარის კურსმსურველებს სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს. საუკეთესო სტუდენტებს კი კომპანიაში დასაქმებას შესთავაზებს.



ალტე უნივერსიტეტის ანგულარის კურსი თეორიულ და პრაქტიკული ნაწილს მოიცავს. სტუდენტები დეტალურად შეისწავლიან აპლიკაციის დაგეგმვიდან საბოლოო დანერგვამდე საჭირო ყველა ნაბიჯს და მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების გამოყენებას. კურსდამთავრებულები მიღებენ ცოდნას, რომელიც მათ სამომავლოდ ანგულარ დეველოპერის კარიერის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დასჭირდეთ. 



სტუდენტებს, რომლებიც კურსის შესწავლისთვის დაფინანსებას მიიღებენ ან დასაქმდებიან, ტერაბანკი ალტე უნივერსიტეტთან ერთად შეარჩევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში IT მიმართულებით განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების დანერგვას, პერსპექტიული კადრების შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფასა და მათ პროფესიულ განვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ ალტე უნივერსიტეტთან თანამშრმლობა ჩვენთვის ამ პრიორიტეტის რეალიზების კარგი შესაძლებლობა იქნება“, - აცხადებენ ტერაბანკში. 




ანგულარი Google-ის გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტია. მას არაერთი ცნობილი ბრენდი იყენებს, რომელთა შორის თავად Google, Samsung, BMWForbesდა ა.შ. არიან. იგი დეველოპერებს ინტერაქციული და დინამიკური SPA ტიპის აპლიკაციების შექმნის საშუალებას აძლევსამასთან, პროდუქტი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს, შეცდომების დაზღვევას, ხარვეზების მარტივად აღმოჩენასა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს. 



„დასაქმების ბაზარზე ანგულარ დეველოპერებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პარალლურადმნიშვნელოვანი ხდება ხარისხიან ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების შექმნა,რათა დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შესაბამისი კადრების რაოდენობა რაც შეიძლება მალე გაუთანაბრდეს.. სწორედ ეს არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც  პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით ანგულარის პროფესიული კურსის შექმნა გადავწყვიტეთ და ტერბანკთან პარტნიორობა დავიწყეთ, - აცხადებენ ალტე უნივერსიტეტში.


ალტე უნივერსიტეტში ანგულარის კურსის გავლა შეუძლიათ როგორც გამოცდილ დეველოპერებს, ისე იმ პირებს, რომლებსაც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით კარიერის დაწყება სურთ. მისი ხანგრძლივობა 6 თვეა. კურსი 2022 წლის 14 მარტს დაიწყება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://bit.ly/3ISxURW


(R)


თეგები:
ტერა ბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up