ტერაბანკი გასული წლის მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების შედეგებს აჯამებს

ტერაბანკი გასული წლის მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების შედეგებს აჯამებს

access_time2023-02-15 10:00:37

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელი და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების 2022 წლის შედეგები შეაჯამა. საგულისხმოა, რომ ბანკმა სტრატეგიული სეგმენტის კუთხით დადებითი, მზარდი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რაზეც პოზიტიური გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა ინიციატივებმაც მოახდინა.

 

გასულ წელს ტერაბანკმა ბიზნესის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა: საკრედიტო პორტფელმა 28,4%-ით მოიმატა, სადეპოზიტო პორტფელმა  კი — 61,8%-ით. რაც შეეხება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების საერთო რიცხვს, ეს მაჩვენებელი 32%-ით გაიზარდა.

 

2022 წლის განმავლობაში ტერაბანკი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებთან პარტნიორობას კვლავაც ინტენსიურად აგრძელებდა, რაც შესაბამისი საკრედიტო პორტფელის ზრდაზეც დადებითად აისახა. კერძოდ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებით გაცემული სესხების 18% ტერაბანკზე მოდის. სააგენტოსთან თანამშრომლობით, სულ ტერაბანკმა 70 ბიზნესი დააფინანსა, რითაც მხარი დაუჭირა ადგილობრივი წარმოებისა თუ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას, დასაქმებისა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. 

 

ტერაბანკისთვის 2022 წელი გამორჩეული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი აქტივობებითაც. სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა ონლაინ ბიზნესკატალოგი, რომელიც 100 ქართულ ბიზნესს აერთიანებდა და ტერაბანკის ვებგვერდსა და  ფეისბუქზე იყო განთავსებული. კატალოგი ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ასრულებდა და ინტერნეტმომხმარებლებს ტერაბანკის მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების პროდუქტებსა თუ მომსახურებებს აცნობდა. მისი დახმარებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა, კატალოგი დაეთვალიერებინა, მწარმოებელს დაკავშირებოდა, სასურველი პროდუქტი შეეძინა და თავადაც მისი ბიზნესის წარმატების თანამონაწილე გამხდარიყო.


 

2022 წელს კვლავაც გრძელდებოდა  წარმატებული ინიციატივა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესკლიენტებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, მათთვის ტერაბანკის პროდუქტებისა და მომსახურებების, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების, შეღავათიანი სესხებისა და სხვა შესაძლებლობების გაცნობას ემსახურებოდა. სასარგებლო ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, ბიზნესკლიენტებისთვის აქტიურად იმართებოდა ტრადიციული ვებინარებიც. 2022 წელს სულ 8 ვებინარი ჩატარდა და ისეთ აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, როგორებიცაა ციფრული გაყიდვები, სტრატეგიული დაგეგმვა და ფინანსირება, აგრობიზნესის მართვა, სამუშაო ძალის დეფიციტი, განახლებადი ენერგიები და ა.შ. 

 

გასული წლის განმავლობაში ტერაბანკი აქტიურად ზრუნავდა ბიზნესკლიენტების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაზეც. ამ მიზნით, ბანკი მათ საქმიანობებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ციფრული მედიის საკუთარი არხებით სისტემატურად წარმოაჩენდა.

 

2023 წლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ტერაბანკის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. განსაკუთრებული ყურადღება კი ამ მიმართულების განვითარების პროცესში აგრო და სტარტაპ სესხების პროდუქტების შეთავაზებას, ქალი და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას, მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას დაეთმობა.



(R)


თეგები:
ტერაბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up