ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების 2021 წლის შედეგებს აჯამებს

ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების 2021 წლის შედეგებს აჯამებს

access_time2022-02-14 11:55:56

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის, მისი მხარდამჭერი ინიციატივებისა და შედეგების შესახებ 2021 წლის წარმატებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა სტრატეგიული სეგმენტის მიმართულებით პოზიტიური ზრდა აჩვენა. ამას გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის გასულ წელს განხორციელებული ინიციატივებიც დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდა. 



2021 წელს ტერაბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მაჩვენებელი გაიზარდა, საკრედიტო და სადეპოზიტო  პორტფელი — 17%-ით, მსესხებლების რიცხვი კი — 26%-ით. 



აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საკრედიტო პორტფელი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კუთხითაც გაფართოვდა. მაგალითად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  ინიციატივების შედეგად გაცემული სესხების რაოდენობის 10%-მდე ტერაბანკზე მოდის. ჯამში, ამ პროგრამის ფარგლებში 50 ბიზნესი დაფინანსდა, რომელთა შორის ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. ამავდროულად, ტერაბანკი აქტიურად გასცემს აგრო სესხებსაც, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენაა მიმართული. სულ აგროსექტორზე 1200 სესხია გაცემული, პორტფელი კი 78 მილიონ ლარს შეადგენს. 



ტერაბანკმა 2021 წელს ბიზნესკლიენტებს პროდუქტებისა და სერვისების თვალსაზრისით არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა: აქტიურად გაგრძელდა ბიზნესსაქმიანობის გაციფრულების მხარდაჭერა, რამაც ელექტრონული გადახდის სისტემის ცალკე პროდუქტად შეთავაზება გახადა შესაძლებელი. ბიზნესკლიენტებისთვის ამოქმედდა უნივერსალური Cash in&out, რომელიც მათ დიდი მოცულობის თანხის შეტანისა და გატანის საშუალებას ნებისმიერ დროს აძლევს. 




რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ ინიციატივებს, 2021 წელი ამ მხრივაც გამოირჩეოდა. ბიზნესკლიენტებისთვის რომლებიც საქმიანობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უძღვებიან, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მათი მიმდინარეობისას, ტერაბანკის პროდუქტებსა და მომსახურებებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივებზე, დაფინანსების შესაძლებლობებსა და შეღავათიან ბიზნესსესხებზე გაკეთდა. 



ტერაბანკი აქტიურად ზრუნავდა ბიზნესკლიენტებისთვის ცოდნის გაზიარებაზეც. ამ მიზნით, წლის განმავლობაში 7 ვებინარი ჩატარდა. შეხვედრები სხვადასხვა საკითხს მიეძღვნა, მათ შორის იყო აგროტურიზმის პერსპექტივა საქართველოში და ტურიზმი პანდემიის პერიოდში, ბიზნესის გაციფრულება, ბრენდინგი, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა.შ. 



ტერაბანკის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებამ 2021 წელს მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. კერძოდ, პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. მან ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში - მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - გაიმარჯვა. პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა.



მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა 2022 წლისთვისაც ტერაბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. მთავარი აქცენტები კვლავაც ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებაზე, ცოდნის გაზიარებასა და ბიზნესსაქმიანობების განვითარების ხელშეწყობაზე გაკეთდება. 



(R)


თეგები:
ტერაბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up