ტერაბანკი Visa-სთან პარტნიორობით საქართველოში Visa B2B Connect-ის დანერგვას აანონსებს

ტერაბანკი Visa-სთან პარტნიორობით საქართველოში Visa B2B Connect-ის დანერგვას აანონსებს

access_time2023-04-20 10:55:45

ტერაბანკი, Visa-სთან პარტნიორობის ფარგლებში, აანონსებს Visa B2B connect-ის პლატფორმის დანერგვას და სულ მალე ბიზნესკლიენტებს ყველაზე სწრაფ, მოქნილ და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სერვისს შესთავაზებს. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა ტერაბანკისთვის, ვინაიდან ის არის პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც Visa-ს უახლეს პლატფორმას Visa B2B Connect-ს გამოიყენებს. აღნიშნული სერვისი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტერაბანკის ერთგულებას ინოვაციებისადმი და უზრუნველყოფს უმაღლესი დონის მომსახურებას მცირე, საშუალო და მსხვილი კორპორატიული კლიენტებისთვის.

 

“ჩვენი მიზანია, რომ ტერაბანკის კლიენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ უახლესი, გამჭირვალე და ყველაზე ინოვაციური სევრისებით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ რომ Visa B2B Connect-ის პლატფორმაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და ჯანსაღი ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კორპორატიული კლიენტებისთვის. ტერაბანკის გაწევრიანება B2B Connect-ის პლატფორმაში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისწრაფებებს ციფრული ინოვაციების მიმართულებით და უცხოური ბიზნესების დაინტერესებასა და პარტნიორობის შესაძლებლობას საქართველოში.“ - აცხადებს ტერაბანკის გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.


 

Visa B2B Connect არის ყველაზე ინოვაციური, არა საბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში. ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, Visa B2B Connect არის ყველაზე სწრაფი ანგარიშწორების სერვისი, ვინაიდან ასახავს ტრანზაქციებს 24-დან 48 სთ-ის მონაკვეთში, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს უპირობო კონკურენტულ სარგებელს ყველა კლიენტისთვის, ვინაიდან სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება როგოც დისტანციურად, ტერაბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე ტერაბანკის ფილიალებში.

 

„ჩვენი გუნდი მოხარულია დანერგოს Visa B2B Connect საქართველოში ტერაბანკთან პარტნიორობით, რათა ხელი შეუწყოს უნაღდო ოპერაციებს საქართველოდან მსოფლიოს მრავალ ბაზარზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში კიდევ ერთი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვით, ჩვენ ვზრდით ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების და მათი კორპორატიული კლიენტების ეფექტურობას და მხარს დავუჭერთ ბიზნესებსა და მცირე და საშუალო მეწარმეობას, რათა ისარგებლონ Visa B2B Connect-ის პლატფორმით და მისი უპირატესობებით. Visa-ს სჯერა, რომ ბანკებისთვის, როგორც სანდო პარტნიორებისთვის სერვისების ეფექტურობის გაზრდით, ჩვენ ვავითარებთ ციფრულ გადახდებს და ელექტრონულ კომერციას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე“, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. 

 

Visa B2B Connect-ის CEMEA-ს რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიშალ ვირმანმა აღნიშნა, რომ: Visa B2B Connect პლატფორმა შექმნილია იმისათვის, რომ საერთაშორისო გადახდები უფრო ადვილი, სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური გახადოს. ტერაბანკის მონაწილეობა Visa B2B Connect-ში გაზრდის როგორც ბანკის მომხმარებლების, ასევე საქართველოს საერთაშორისო გადახდების შესაძლებლობებს“.


 

Visa B2B Connect-ის შესახებ

Visa B2B Connect არის ინოვაციური არა-ბარათზე დაფუძნებული მულტილატერალური პლატფორმა, რომელიც ახორციელებს B2B საერთაშორისო გადახდებს, ფინანსური ინსტიტუტებისთვის და მათი კორპორატიული კლიენტებისთვის პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით. Visa B2B Connect-ი ერთის ბევრთან დაკავშირების პრინციპით, ეხმარება შუამავალი გადარიცხვების რაოდენობის შემცირებაში, რომლებიც საჭიროა გადახდის დასამუშავებლად. ეს უფრო ხარჯთეფექტური ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს როგორც კორპორატიული საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მათი კლიენტებისთვის თითოეულ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიო გადასახადის გამჭვირვალობას, რაც ეხმარება კომპანიებს თავიანთი ფულადი ნაკადების მართვაში. Visa B2B Connect პლატფორმა ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას გადახდების განსახორციელებლად ქსელის გარეთ არსებულ ბანკებში.    

Visa B2B Connect-ის შესახებ ინფორმაციას,  თუ როგორ  ისარგებლოთ პლატფორმით, გთხოვთ ეწვიოთ: www.visa.com/visab2bconnect

  

Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

 

ტერაბანკის შესახებ:

 

ტერაბანკი 1999 წლიდან  ქართულ საფინანსო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. მისი მისიაა, გამორჩეული და ინდივიდუალური მომსახურებით ხელი შეუწყოს მეწარმეებს, მათთან დასაქმებულ ადამიანებსა და მათ მომხმარებლებს ბიზნესისა და პირადი ფინანსური ამოცანების გადაჭრაში.

 

 

(R)


თეგები:
ტერაბანკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up