ავტომწარმოებელი Tesla ერთ გაყიდულ ავტომობილზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მისი ნებისმიერი გლობალური კონკურენტი. 2022 წლის მესამე კვარტალში Tesla ერთ ერთეულ პროდუქციაზე გამოიმუშავა $15 653 მოგება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
15,653 დოლარის მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ფოლკსვაგენის, ოთხჯერ ტოიოტას და ხუთჯერ ფორდის მაჩვენებლებს.
ინდუსტრიის მონაცემების ანალიზის მიხედვით, Tesla, რომელიც ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე წამგებიანი კომპანია იყო ავტო ინდუსტრიაში, გასულ წელს უმთავრეს კონკურენტებთან შედარებით გაცილებით წინ გაიჭრა.
წლის განმავლობაში Tesla ჩართული იყო კონკურენციაში, მისი ყველაზე პოპულარულ მანქანებზე ფასების აგრესიულად გაზრდით, როგორიცაა მაგალითად Model Y SUV.
ნახევარგამტარების და სხვა მასალების დეფიციტმა საავტომობილო ინდუსტრიაში წარმოება შეაფერხა, რაც საშუალებას აძლევს ინდუსტრიას ფოკუსირება მოახდინონ მაღალი მარჟის მოდელებზე და გაყიდვების მოცულობის შემცირების შემთხვევაშიც კი მაღალი მოგება დაფიქსირდეს.