ილონ მასკის კომპანია Tesla-მ ლუდი GigaBier-ი გამოუშვა. ლუდი შეზღუდული რაოდენობით ჩამოისხა და საკმაოდ სოლიდური ფასი აქვს.
Tesla GigaBier-ის ბოთლი შექმნილია იმგვარად, რომ Cybertruck-ის ფორმის იმიტირება მოახდინოს, ამასთან პატივს მიაგებს გერმანული ლუდის Reinheitsgebot-ის 500-წლიან ტრადიციას.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ლუდი ბერლინშია დამზადებული და მისი დალევისას ციტრუსის, ბერგამოტისა და ტკბილი ხილის ნოტები შეიგრძნობა. თითოეულ ბოთლს გამოსახულია ლოგოტიპი Giga, რომელიც სიბნელეში ანათებს.
ერთ შეფუთვაში სამი 0,33 მლ-იანი ბოთლია და 89 ევროდ იყიდება.
იმის შესახებ, რომ საკუთარი ლუდის წარმოებას გეგმავდა ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა.