Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა

Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა

access_time2022-01-30 15:30:05

ჩინურმა სამშენებლო კომპანია Evergrande-მა ელექტრონული ავტომობილების წარმოება დაიწყო და Tesla-ს კონკურენტობას აპირებს. მეტიც, Evergrande-ის აღმასრულებელი დირექტორის – ჰუი კა იანის განცხადებით, კომპანია გეგმავს, ელექტრომობილების წარმოება მთავარ საქმიანობად აქციოს. 

12 იანვარს სამშენებლო სფეროში სახელგანთქმულმა კომპანიამ საზოგადოებას პირველი ელექტრომობილი – Hengchi 5 all-electric compact SUV წარუდგინა. მის შექმნაზე პასუხისმგებელმა გუნდმა – Evergrande New Energy Vehicle Group-მა პირველი ელექტრომანქანის აწყობა ვადაზე 12 დღით ადრე მოახერხა, დეკემბერში კი მასობრივ წარმოებაზე დაიწყო მუშობა. 

Hengchi 5 all-electric compact SUV-ს ერთი დამუხტვით 700 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით 200 000 იუანი, ანუ $31 450 იქნება. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე დგას. მას დაახლოებით $300 მილიარდი ვალი აქვს, რომლის დაფარვასაც დროულად ვერ ახერხებს, თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ საქმიანობის ახალ მიმართულებაზე კონცენტრირდეს. ფინანსური პრობლემების დაძლევაში მას ჩინეთის მთავრობაც ეხმარება. 

Evergrande-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ კომპანიის გეგმების მიხედვით, მომავალი 10 წლის განმავლობაში ავტომობილების წარმოება ბიზნესის ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს და მშენებლობა ჩაანაცვლოს. ამ დროისათვის, კომპანიამ ელექტრომობილების რამდენიმე სხვადასხვა მოდელი წარადგინა, თუმცა, Hengchi 5 all-electric compact SUV ერთადერთია, რომლის მასობრივი წარმოებაც უკვე დაიწყო. კომპანია გეგმავს, რომ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლად იქცეს და 2025 წლისთვის წელიწადში 1 000 000 მანქანა აწარმოოს, ხოლო 2035 წლისთვის ეს რიცხვი 5 მილიონამდე გაზარდოს. შედარებისთვის, 2021 წელს Teslaმ 936 000 ავტომობილი გამოუშვა. თუმცა, Tesla-სთან ერთად, Evergrande-ს სხვა სერიოზული კონკურენტი კომპანიებიც ეყოლება ბაზარზე. მათ შორის არიან ჩინური კომპანიებიც: BYDNioXpeng და Li Auto.


„თუ Hengchi 5 კარგად გაიყიდება, ფინანსურ კრიზისში მყოფი Evergrande-ისთვის ეს იმედის ნაპერწკალი იქნება, რომ ბიზნესი გადაარჩინონ“, – განაცხადა ერიკ ჰანმა, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Suolei-ის უფროსმა მენეჯერმა, – „ეს იყო ფინანსური კრიზისის დროს გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 


წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up