ილონ მასკის მიერ კომპანიის აქციების 10%-ის გაყიდვის შესახებ გაკეთებული განცხადება კომპანიის აქციებზე ფასის კლებას გამოიწვევს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.
მისი მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბირჟაზე FTX-ზე Tesla-ს ტოკენები კვირას 1139 დოლარად ივაჭრებოდა, რაც 6,8%-ით ნაკლებია 5 ნოემბერს სავაჭრო სესიოს დახურვის მონაცემზე.
ილონ მასკმა შაბათს Twitter-ის საკუთარ მიმდევრებს კითხვით მიმართა, ღირს თუ არა მისი კუთვნილი კომპანიის აქციების 10% გაყიდოს. შედეგად 3,5 მილიონი გამოკითხული ხმიდან აქციების გაყიდვების სასარგებლოდ დაჯდა 57,9%, რის შემდ0ეგაც ბიზნესმენმა დაწერა, „მე მზად ვიყავი ნებისმიერი შედეგის მისაღებად“.
შეგახსენებთ, Forbes-ის რეიტინგის თანახმად 1-ლი ნოემბრისთვის ილონ მასკი იყო მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 300 მილიარდ დოლარს გადააბიჯა.
bpn.ge