კომპანიამ Tesla საახალწლო ფასდაკლების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ბრენდის ყველაზე პოპულარულ მოდელებს Model 3 და Model Y ელექტრომობილებს ეხება. საუბარია 7500-დოლარიან ფასდაკლებაზე, რომელიც 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.
ამასთან, აქციის ფარგლებში Tesla ნებისმიერი მოდელის მყიდველს ასევე სთავაზობს ვაუჩერს, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილის უფასო დატენვას 16 ათას კმ-ზე.
ამ ფასდაკლების შედეგად კომპანიამ ორჯერ გაზარდა აქციის მოცულობა 3750 დოლართან შედარებით, რომელიც გათვალისწინებული იყო ამერიკის ინფლაციის კანონით (Inflation Reduction Act, IRA).
ბევრისათვის კომპანიის აღნიშნული ნაბიჯი მოულოდნელი იყო, ვინაიდან ცნობილია როგორ სკეპტიკურად უყურებს ილონ მასკი ფასდაკლებებს. თუმცა როგორც ჩანს, კომპანიას სურს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ავტომობილი გაყიდოს წლის ბოლომდე.