ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla თურქეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. საკითხზე თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა შეერთებულ შტატებში კომპანიის მენეჯმენტთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა - ინფორმაციას dailysabah ავრცელებს.
გამოცემის ცნობით თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა. მინისტრის თქმით Tesla თურქეთში ინვესტიციების განხორციელების ინტერესს ადრეც გამოთქვამდა.
მუსტაფა ვარანკმა აღნიშნა, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში Tesla მომავლის ბრენდია, რომელიც მისი გავლენის გაზრდას მთელ მსოფლიოში ცდილობს.
„ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ჩინეთში და ცდილობს იყოს ეფექტური ევროპის ბაზარზე თავისი ქარხნით გერმანიაში, Tesla-სთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე წვდომა, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ინვესტიციები ტექნოლოგიასა და წარმოებაში. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები“, - განმარტა მინისტრმა.